მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2007
Friday, 16.March 2007

Folder Guard Professional v7.91


ეს პროგრამა გამოადგება მათ ვისაც სურს თავისი საქაღალდეების დაცვა. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია საკმაოდ მარტივად ამა თუ იმ საქაღალდესთან წვდომის შეზღუდვა. როგროც ხვდებით შეზღუდვა ხორციელდება პაროლის დადების მეშვეობით. ამიერიდან თუ რომელიმე საქაღალდეს პაროლი დაადეთ თქვენს გარეშე მის შიგთავსს ვერავინ ნახავს.

პროგრამა ინსტალირდება თქვენთან ისე, რომ მის გარეშე მუშაობა შეუძებელი ხდება, ანუ თუ ვინმე დააპირებს მეხსიერებიდან ამ პროგრამის ამოგდებას წაშლას ან რაიმე სხვა, სახის შეტევას განახორციელებს, პაროლით დაცულ საქაღალდეებთან მაინც ვერ მიირებს წვდომის უფლებას. ერთისმხრივ სასარგებლო პროგრამაა, მაგრამ ადრე ამდაგვარი ერთი პროგრამა დავდეთ შემდეგ კი რამდენიმე მომხმარებელმა საქარალდეების დაშიფვრა დაიწყო. შემდეგ კი ერთ დღეს საერთოს ამოაინსტალირა დამცავი პროგრამა ისე რომ საქაღალდეების დეშიფრირება არ გაუკეთებია, შედეგად საქაღალდეებთან ცვდომა აღარ ჰქონდათ.

მოკლედ იმისათვის რომ კურიოზები თავიდან ავიცილოთ წინასწარ გათვალეთ რას და რისთვის აპირებთ, თუ დაშიფრავთ საქარალდეებს და შემდეგ ამოაინსტალირებთ პროგრამას, ავტომატურად წვდომა საქაღალდეებთან შეგიჩერდებათ, მაგრამ პანიკას ნუ აყვებით, პროგრამა ხელახლა დააინსტალირეთ და წვდომის უფლება ისევ აღსდგება, შედმეგ, შიფრირება მოხსენით საქაღალდეებს და თამამად ამოშალეთ პროგრამა.

16:18,    |  56579 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

EditPlus 2.31 Build 406


ეს არის პატარა 32 ბიტიანი ტექსტური რედაქტორი რომელიც მუშაობისას ტექსტებს და ბრძანებებს გამოგიყოფთ განსხვავებული ფერებით. ასეთ მოქმედებას ეძახიან სინტაქსის. საერთო ჯამში პროგრამას ესმის რამდენიმე პროგრამირების ენა, როს გამოც შესაძებელია, ტექსტურ რეჟიმში ჩქარა და მარტივად მუშაობა.

პროგრამა მუშოაბს შემდეგ ენებთან: HTML, CSS, PHP, ASP, Perl, C/C++, Java, JavaScript და VBScript. გარდა ამისა პროგრამას აქვს HTML  ფაილების წინასწარ დათვალიერების ფუნქცია, შეუძლია მოდულების მიერთება, აქვს FTP ბრძანებების მხარდაჭერა და სხვა. მოკელდ თუ გინდათ მარტივი სრულყოფილი სინტაქსის მქონე და საკმაოდ ძლიერი ტექსტური რედაქტორი, მაჳშნ თქვენი არჩევანი აქ უნდა გაჩერდეს.

15:55,    |  49317 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Dameware NT Utilities v6.0.0.7


გიყვართ სხვისი კომპიუტერის მართვა? თუ საქმიდან გამომდინარე გჭირდებათ? ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ რაიმე სამართავი პროგრამა, ერთერთი ასეთი პროგრამა თქვენს წინაშეა.

მოკლედ  პროგრამა DameWare NT Utilities იძლევა შესაძებლობას დაცილებულად მართოთ NT/2000/XP ოპერაციული სისტემების ქვეშ მომუშავე კომპიუტერები. რაიმე სუპერ განსხავავებული იდეა აქ არ არსებობს, ერთი კომპიუტერიდან შეგიძლიათ მართოთ რამდენიმე კომპიუტერი, განსაკუთრებით სასარგებლოა ადმინისტრატორებიასთვის, უწყობს ხელს ერთი ადგილის გასუქებას ;-)

15:38,    |  51893 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

MP3Producer v2.56


ეს არის პატარა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ აუდიო დისკებიდან სიმღერების ამოძრობაში.  ადრე ასეთ პროგრამებს ერქვათ გრაბერები, დღეს ეს ტერმინი ცოტათი შეიცვალა, მაგრამ მათი მოქმედების შინაარსი იგივე დარჩა.

მოკელდ პროგრამის მეშვეობით CD აუდიო დისკებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ აუდიო ტრეკები და შეინახოთ MP3 ფორმატში, პროგრამას აქვს შესაძლებლობა შეინახოს პრაქტიკულად ნებისმიერი ბიტრეიტის ფაილები, დაწყებული 8ბიტიდან, დამთავრებული 320 ბიტით. გარდა ამისა შეგძლიათ ამ პროგრამით WMA  და OGG ფორმატებში კონვერტირებაც.

14:23,    |  35850 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Everest Ultimate Edition 2007 v. 3.80.948 beta


ამ ბოლოდროს ეს პროგრამა არანაკლებ ინტენსიობით განიცდის განახლებებს.  ყველაფერი კი იმის ბრალია რომ ახალი პროცესორები, დედა დაფები და სხვა აპარატურა კოშმარული რაოდენობით და ტემპებით გამოდის.  მოკლედ წარმოგიდგენთ ახალ კომპლექსურ პროგრამას, რომელიც ამოიცნობს თქვენს კომპიუტერში ყველა ნაწილს.
რისთვისაა საჭირო? აი მაგალითად გადააყენეთ სისტემა თქვენთან, ან მეგობართან. სისტემამ დრაივერები თვითონ ვერ დააყენა, ხოლო მწარმოებელი კი არ გახსოვთ. რას იზამთ? ეს პროგრამა დაგეხმარებათ თქვენი აპარატურული ნაწილების ამოცნობაში.

მოკლედ ბევრისთვის ეს პროგრამა ცნობილია სახელით AIDA32, ეგაა რომ ახლა ამ პროგრამას ახალი სახელი აქვს, შეგიძლიათ დაითრიოთ და ისიამოვნოთ.

13:38,    |  48862 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

AutoUpdate Plus v3.6.0.108


ეს პროგრამა პირადად არ გამომიცდია, მაგრამ მისი არსენალი საკმაოდ კარგი უნდა იყოს. სამწუხაროდ იგი მხოლოდ ორგანიზაციებს და პროგრამისტებს გამოადგება. საქმე იამშია რომ ამ პროგრამის მეშვეობით შეიძება მოაწყოთ ავტომატური განახლების სამსახური. ანუ ერთ კომპიუტერზე აინსტალირებთ და დანარჩენ ქსელში არსებულ მანქანებზე იგივე განახლებებს ავტომატურ რეჟიმში აინსტალირებთ.

მართალია პროგრამას საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობა აქვს, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი ბევრი ამ შესაძებლობას ვერ გამოიყენებს, მაგრამ ვისაც ასეთი მომსახურება სჭირდბა იმედია დადებითად შეაფასებენ მას.

13:35,    |  42739 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Becky! Internet Mail 2.30.04


ეს არის კიდევ ერთი საფოსტო კლიენტ პროგრამა, რომელიც Web საფოსტო სერვერებისგან განსხვავებით საშაუალებას გაძლებთ წერილები საკუთარ კომპიუტერზე შეინახოთ და საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტის გარეშე დაათვალიეროთ (რათქმაუნდა მანამდე უნდა ჩამოტვირთოთ წერილები).

მოკლედ ეს არის კიდევ ერთი SMTP, POP3 სერვერზე მომუშავე საფოსტო პროგრამა.

13:01,    |  53100 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

RemotelyAnywhere Beta 7.50.586 (Vista compatibile)


ეს არის დაცილებული კომპიუტერის სამართავი პროგრამა. პროგრამა საშუალებას გაძლევთ მართოთ დაცილებული კომპიუტერი ბროუზერის მეშვეობით, სწორედ ამ შესაძლებლობის გამო პროგრამა არ საჭიროებს სპეციალური კლიენტ პროგრამების ინსტალირებას, შედეგად თქვენს დაცილებულ კომპიუტერთან წვდომა შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი კომპიუტერიდან.

ერთადერთი აუცილებელი პირობაა რაიმე ბროუზერის და ინტერნეტის არსებობა, დანარჩენის მხრივ, შეგიძლიათ გადაწეროთ ფაილები, გაუშვათ და დახუროთ პროგრამები. გარდა ამისა გაქვთ სინქრონიზაციის შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერიდან იყოს გახსნილი ერთი და იგივე დოკუმენტი. მოკლედ საკმაოდ მოსახერხებელი პროგრამაა.

პროგრამის შესაძლებლობები:

» System Dashboard - New
» Guest Invite - New
» Public Key improvements - New
» ActiveX Controls
» Remote Screen Blanking
» PDA Remote Control
» Access via Any Web browser
» Easy Enterprise Deployment
» SSL Encryption
» SSH & FTP
» File Transfer & Synchronization
» Automatic Alerts

11:29,    |  50246 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Auto Power on and Shut down v2.03


ეს არის პროგრამა თვენი კომპიუტერის სამართავად. მისი მეშვეობით შეიძლბა კომპიყტერის დაგეგმილ დროს ჩართვა და გამორთვა. ამ დროს სულ არაა საჭირო BIOS-ში ძრომიალი და პარამეტრების დაყენება.

გარდა ამისა პროგრამას შეუძლია ჩართვის დროს დაბლოკოს მომხმარებლის ეკრანი, ეს იმ შემთხვევისთვის თუ კომპიუტერის ჩართვისას თქვენ სამუშაო ადგილზე არა ხართ და არ გსურთ რომ სხვას უფლება ჰქონდეს თვენს კომპიუტერზე დაუკითხავად რაიმე აკეთოს.

10:26,    |  56105 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

GetRight Professional 6.2a


მშვენიერი ჩამოქაჩვების მენეჯერი, გააჩნია ბევრი სტანდარტული თვისება და ზოგიერთი არაჩვეულებრივი თვისება. ის რომ ყოველ მეორე ჩამომქაჩველს შეუძლია ფაილები რამდენიმე ნაწილად დაყონ და სხვადასხვა სერვერიდან დაქაჩონ უკვე დიდ სიახლეას არ წარმოადგენს, მაგრამ აი პირიფით ფაილების აქაჩვა სერვერზე ეს უკვე განსხვავებული თვისებაა. სწორედ ეს განსაკუთრებული თვისება აქვს ამ პროგრამას, თუმცა კიდევ ერთი ორი ჩამოქაჩვის მენეჯერიც ახერხებს აქაჩვის მენეჯერობას.

დანარჩენში პროგრამა ჩვეულებრივად მუშაობს, ინტეგრირდება სისტემაში, გაძლევთ გაწყვეტილი ჩამოქაჩვების განახლებას და ასე შედმეგ. მოკლედ მსურველები ვქაჩავთ.

09:32,    |  52179 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი