საკმაოდ ძლიერი პროგრამა AUTORUN-მენიუების გასაკეთებლად, როგროც ხვდებით ეს პროგრამა შეგაქმნევინებთ კომპაქტ დისკების მენიუებს, რომლის მეშვეობითაც შესძლებთ ნავიგაციის გაკეთებას და სხვადასხვა პროგრამების გამოძახებას, რა თქმა უნდა იმ პროგრამების რომლებიც კომპაქტზეა ჩაწერილი, თუმცა შეიძლება ძირითადი სტანდარტული პროგრამების გამოძახებაც.
მოკლედ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საკუთარი საინსტალაციო დისკები, რომლებიც თქვენი მენიუთი გამოიძახებენ ინსტალერ პროგრამებს. შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის ღილაკების და ფონების შექმნა, მოკლედ გირჩევთ.
კიდევ ერთი პროგრამა რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენი ვინჩესტერის ჯანმრთელობას, ცდილობს წინასწარ განსაზღვროს თქვენი ვინჩესტერის მწყობრიდან გამოსვლის დრო. თუ ასეთს აღმოაჩენს რა ტქმა უნდა შეგატყობინებთ.
როგროც წესი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსის პრინციპზე არ არის აწყობილი, მეცნიერებაში ასეთ უაზრობებს ნაკლებად ენდობიან, პროგრამა უბრალოდ იყენებს SMART ტექნოლოგიის ანალიზებს რაღა შეადგინოს რეპორტი, როგროც ვიცით SMART-ის თვალყურს ადევნებს ვინჩესტერის წარმატებით ჩართვას, თავაკების წაკითხვა ჩაწერის შედეგებს ტემპერატურას და ასე შედმეგ, საერთო ჯამში გარკვეული არასასურველი მდგომარეობის წინასწარმეტყველება შეიძლება, ოღონდ რა თქმა უნდა ეს 100%-იანი წინასწარმეტყველება არ არის.
მაშ ასე დაგჭირდა ვიდეო ფაილის გადაყვანა flash-ის რგოლში? არ იცი სტანდარტული მეთოდით როგორ გააკეთო? რთული გეჩვენება? ან არ გაქვს FLASH-ის პროგრამა? მაშ ისარგებლე მსუბუქი, მარტივი და გასაგები პაკეტით.
პროგრამის მეშვეობით ვიდეო რგოლები შეგიძლიათ შეინახოთ SWF და FLV ფორმატებში. თვითონ Flash რგოლში შეგიძლიათ გადაიყვანოთ შემდეგი გაფართოების ფაილები: AVI, DV, Mov/QT, Mpeg, MP4, WMV, AIFF, MP3, WAV, BMP, GIF, PIC, PNG, PSD, TGA, TIF, როგროც ხედავთ აქ უბრალო გრაფიკული ფორმატებიც არის, მართალია ამით ვიდეო ფაილის აწყობა ძნელია, მაგრამ სლაიდშოუს მისაღებად მშვენიერი რამ უნდა იყოს, თუმცა ეს უკვე აღარ მომისინჯავს.
ეს პროგრამა გამოადგებათ web-დიზაინერებს, ან რავიცი შეიძლება სხვებმაც გამოიყენონ, მოკლედ ამ პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე ასეული ეფექტი.
რა თქმა უნდა მთავარი აზრი დაიყვანება იმაზე რომ ეს ყველაფერი ინახება FLA ფაილში, ანუ შეგიძლიათ შემდეგ გახსნათ FLASH_ი და მთლიან რგოლთან ერთად გამოიყენოთ, ან ცალკე, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ალბათ გიყვარს ვიდეო ფაილების ყურება, შეიძლება გიყვარს ინტერნეტიდან ყურება (ქართულ სერვერებს კაიხანია ამის შესაძLებლობა გაუჩნდათ), მაშინ ეს პროგრამა აშკარად დაგჭირდება.
ამ პაკეტის მეშვეწობით შეგიძლიათ DivX ფორმატში კოდირებული ვიდეო ფაილების ყურება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ფაილების შესაქმნელად, ბოლო ბოლო თუ სხვა ფორმატში გაქვთ ვიდეო ფაილები და გსურთ ერთ ფორმატში გქონდეთ, შეგიძლიათ გადააკონვერტიროთ თქვენი ვიდეო ფაილები DivX ფორმატში.
ჰო გაითვალისწინეთ ეს არის Bundle ვერსია, ასე რომ ამ ვერსიას მოყვება სარეკლამო მოდული, ერთგვარი შპიონია, ასე რომ შეიარაღდით ანტიშპიონური პროგრამებითაც.
დიდიხანია სათამაშო არაფერი დაგვიდია ჩვენს საიტზე, ალბათ მოიწყინეთ, გინდათ გართობა, ძალიანაც კარგი, ამჯერად კოსმოსური დამპყრობლების წინააღმდეგ გაბრძოლებას გთავაზობთ.
მაშ ასე თქვენზეა დამოკოდებული გალაქტიკის ბედი, ვებრძვით საზიზღარ დამპყრობლებს. დიდი ახსნა აქ საჭირო არ არის, თამაში განეკუთვნება ეგრეთწოდებულ არკადულ ჟანრს, მთავარია თქვენი რეაქცია. აბა ჰე არ დაინდოთ არავინ :-)
იდეაში მწარმოებელი ამტკიცებს რომ ამ რედაქტორის გამოყენებისას HTML ენის ცოდნა საერთოდ არაა საჭირო, ცოტაოდენ ეჭვს შევიტანდი, ყოველთვის ემ მტკიცებულება ვერ გაამართლებს. მოკლედ ვისაც სურს ქაჩავს.
გამოვიდა განახლებული მედია პლეერი. ბევრისათვის ეს პლეერი უფასოა, მაგრამ როგროც წესი მე-6 ვერსია, მაგრამ აი ახალი მე-7 ვერსია სულ ახალია, ასე რომ 2 კვირის წინ თუ ჩვენი საიტიდან დაქაჩეთ მე-6 ვერსიის ერთერთი ბოლო ბუილდი ჩათვალეთ რომ მორალურად მოძველდა, ახლა დროა ახალ ვერსიაზე გადახვიდეთ.
მოკლედ ბევრი ახსნა საჭირო არ არის, უკრავს და აჩვენებს ყველაფერს, განსაკუთრებით გამოადგებათ DVD ფილმების მოყვარულებს, საკმარისია ეს პლეერი გქონდეთ და ამიერიდან DVD ფილმები თქვენს ხელთაა.
ამ პროგრამის განახლებას ვეღარ ვასწრებ რა :-) მოკლედ საკმაოდ კარგი და დღეისათვის აქტუალური პროგრამა. ამ პროგრამით შეგიძლიათ თქვენს DVD დისკებს მოხსნათ დაცვა და დააკოპიროთ ან გადმოწეროთ. მუშაობს ფონურ რეჟიმში, ხსნის დაცვის ალგორითმებს CSS, RPC, Macrovision და სხვა ამდაგვარ დაცვებს. ხსნის რეგიონალურ შეზღუდვებს, მუშაობს აურაცხელი ტიპის DVD დრაივთან, მშვენივრად მუშაობს ტანდემში CloneDVD, CloneDVD, Pinnacle Instant Copy, InterVideo DVD-Copy და სხვა ამდაგვარ პროგრამებთან.
მუშაობისას არ საჭიროებს ASPI დრაივერებს, შესაძლებელია დაცული Audio CD დისკების გრაბირება, კოპირება, დაკვრა, ავტომატურად ცნობს 72 Hz NTSC და 75 Hz PAL მოდულაციებს, მოკლედ საჭიროა რა :-)
ვქაჩავთ ბმულზე დაჭერით
განახლდა ანტივირუსული პროგრამა. როგორც ვიცით ვირუსების შემოტევა დღეს ყველაზე აქტუალურია, ამიტომ გვჭირდება გარკვეული დაცვა.
მოკელდ ბევრი საუბრის გარეშე ვირუზების სუნზე აცრილებს და ანტივირუსების ფანატაბს ვთხოვთ დააჭირონ ბმულს და დაქაჩონ თავისი საყვარელი პროგრამა, დაე არც კი გაჰკარებოდეს ტქვენს კომპიუტერს ვირუსი :-)