მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Monday, 25.December 2006

Hiren's BootCD v8.6 + Keyboard patch (განახლებული)


მიუხედავად იმისა რომ ახლა მოდაშია გრაფიკული Windows PE-ს ჩამტვირთავი დისკი, ეს DOS_ის ჩამტვირთავი იმიჯების ნაკრები ერთერთი ყველაზე ძლიერი რჩება.
პაკეტში შედეის რამდენიმე ოპერაციული სისტემის ჩამთვირთავი დისკი, სხვადასხვა უტილიტებისა და პროგრამების ნაკრებით. პაკეტი გამოგადგებათ როგორც უბრალოდ ჩატვირთვისათვის, ასევე სისტემის მკურნალობისთვის, დიაგნოზირებისთვის დაზიანებული დისკების აღდგენისათვის.

მოკლედ პაკეტი ნამდვილად საჭიროა, მითუმეტეს რომ დიდ ადგილს არ იკავებს და მასთან ერთად შეგიძლიათ დისკზე სხვა საჭირო პროგრამებიც ჩაწეროთ, ოღონდ ახლა უბრალო ფაილად ნუ ჩაწერთ დისკს, საჭიროა ISO იმიჯის რედაქტირება და სასურველი პაკეტების ჩამატება.
თვითონ ISO იმიჯის ჩაწერას იმედია პირდაპირ ფაილად არ დაიწყებთ, თუ NERO-თი წერთ დისკებს, მაშინ ამოირჩიეთ პუნქტი OPEN და მიუთითეთ ჩასაწერი ISO ფაილი. ამის შემდეგ ავტომატურად გადახვალთ ჩაწერის მენიუში, ააჭირეთ Burn და მორჩა, დაიწყება დისკის ჩაწერა.
თუ გსურთ ამ იმიჯ ფაილში დამატებითი პროგრამების ჩაწერა, მაშინ ჯერ რაიმე ISO რედაქტორით ჩაასწორეთ, ანუ ჩაამატეთ იმიჯის ფაიში სასურველი პროგრამები და შემდეგ ჩაწერეთ იმიჯი დისკზე ზემოთ აღწერილი მეთოდით.

P.S. ზომის გამო ფაილი ქართულ სერვერზია ატვირთული.

15:58,    |  23151 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

All My Movies 4.0.1232


საკმაოდ კარგი და მოხერხებული პროგრამა მათთვის ვისაც აქვს აურაცხელი ფილმები, ამასობაში მნიშვნელობა არა აქვს რაზეა ფილმები ჩაწერილი, ეს შეიძლება იყოს CD, DVD ან VHS კასეტა. პროგრამა გიკეთებთ ფილმების დახარისხებას.

შევეცდები მარტივად აგიხსნათმისი მუშაობა. მაგალითად გაქვთ ფილმი ”ქინძაძა” გინდათ მისი მოძებნა და ვერ იხსენებთ რომელ თაროზე, რომელ ყუთში ან უჯრაში შეინახეთ, იმიტომ რომ დისკები ვევრი გაქვთ. ამ პროგრამის მეშვეობით აკეთებთ შემდეგ სასიამოვნო ფაქტორს:
წერთ დისკის სახელს და თაროს ან ადგილმდებარეობას სადაც ინახავთ ფილმს. მორჩა შეინახეთ ჩანაწერი და ადგილზე დადეთ დისკი, შემდეგ მეორე მესამე და ასე შემდეგ.

გავიდა დრო მოგინდათ ფილმის ნახვა და არ გახსოვთ სად არის შენახული, სხვათაშორის ხშირი შემთხვევაა :-), ამ შემთხვევაში იძახებთ ამ პროგრამას, კრიფავთ ფილმის სახელს, პროგრამა კი გამოგიტანთ ინფორმაციას რომელ თაროში, რომელ კოლოფში და რომელ ნომრად ჩაწერეთ ეს ფილმი. მორჩა მარტივად და იოლად :-)
13:50,    |  38472 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Media Rescue Professional v4.4.156


ეს არის პატარა პროგრამა მონაცემების აღსადგენად ყველა სახის ფლეშ ბარათებზე თუ ციფრულ ტექნიკაში. როგორც ვიცით ამ ბოლო დროს გამოსული ტექნიკა ხშირად აღჭურვილია სხვადასხვა სახის ფლეშ მეხსიერებით ან ბარათით. სამწუხაროდ ამ მოწყობილობებსაც სჩვევიათ ინფორმაციის წაშლა და დაკარგვა.

აი აღდგენა კი ყოველთვის არ შეიძლება, საქმე იმაშია რომ ფლეშ ბარათებს სხვა აღმდგენი პროგრამები ვერ ხედავენ, შესაბამისად აღდგენის შესაძლებლობა არ გაქვთ. ამ პროგრამის მეშვეობით კი შეგიძლიათ ფლეშ ბარათებზე ან თვითონ ტექნიკის მეხსიერებაში წაშლილი ინფორმაციის და ფაილების აღდგენა. აღდგენას ექვემდებარება ყველა აპარატი, მობილური, ფოტო თუ ვიდეო ტექნიკა.

12:46,    |  39737 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 24.December 2006

Mobile Master 6.6.0.2182 Professional


კიდევ ერთი ძლიერი ტელეფონების მენეჯერი პროგრამა, ამჯერად საკმაოდ სერიოზული და დატვირთული. პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენს მობილში გადაწეროთ სასურველი ინფორმაცია, ეს პრაქტიკულად გავლილი ეტაპია, შეგიძლიათ ნახოთ რამდენად არის დატენილი მობილი, რამდენად იჭერს ანტენა და ასე შედმეგ.

ლოგო

შეიძლება ჩანაწერების რედაქტირება, მაგრამ ამით პროგრამის შესაძლებლობა აი იწურება, პროგრამას აქვს თავსებადობა ძალიან ბევრ პროგრამასთან, მაგალითად The Bat, Palm Desktop და სხვა მრავალთან, დააკვირდით სურათს.  ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პროგრამის თავსებადობა ტელეფონებთან, სია საკმაოდ დიდია, თან iPod-იც შედის ამ სიაში.

ტელეფონების ჩამონათვალი

პროგრამას ასევე შეუძლია SMS-ების გაგზავნა მიღება, მონაცემების ექსპორტირება WORD-სა და EXEL-ში, მოკლედ მგონი ამ პროგრამაზე კარგი არაფერი არსებობს, დაქაჩეთ მოსინჯეთ :-).
მაგალითად მე არც კი ვიცოდი რომ მობილური ტელეფონის და მისი აკუმულატორის  ტექპერატურის გაზომვის შესაძლებლობა არსებობდა პროგრამულად.

09:57,    |  65153 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 23.December 2006

MOBILedit! Forensic v2.2.0.2


განახლდა ცნობილი პროგრამა. მისი მეშვეობით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს მობილურ ტელეფონს, შეგიძლიათ აქაჩათ მელოდიები, სურათები, გააგზავნოთ SMS-ები. ასევე შეგიძლაით გადაღებული სურათების კომპიუტერში შენახვა, ჩანაწერების რედაქტირება.

განახლებული ვერსია ატარებს დამატებით სახელს Forensic. ვინც არ იცის ვუხსნი რომ ეს არის შემოკლებული სახელი, მთლიანობაში იგი იწერება შემდეგნაირად Forensic  Detectives ანუ კრიმინალისტები. მოკლედ ბევრი ახსნა საჭირო არ არის ეს არის სპეციალური ვერსია დეტექტივებისთვის, იდეაში ამ მოდიფიცირებული ვერსიით დეტექტივებს შეუძლიათ მობილურის მეშვეობით სამხილები ააგროვონ, მაგალითად რომელ საათზე რომელ ანძასთან იყო მომხმარებელი, რამდენხანს ისაუბრა, რა ჩაინიშნა კალენდარში და ასე შემდეგ. იდეა საინტერესოა, მართალი გითხრათ საკუთარი მობილური არ შემომიწმებია ამ გზით, ასე რომ გჩუქნით პროგრამს და გილოცავთ გზას დიდ დეტექტიურ ცხოვრებაში.

13:59,    |  62216 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

The Bat! 3.95 Сhristmas Edition


ცნობილი საფოსტო კლიენტ პროგრამა.
პროგრამა იცავს თქვენს წერილებს პაროლით, გაძლევთ დახარისხების უნივერსალურ საშუალებებს და რაც მთავარია მუშაობს ჩქარა და ეფექტურად.



თუ ჩამოქაჩვა გადაყწვიტე დააჭირე ბმულს

ახალი შესაძლებლობები:
*** Features:
-Handling large volumes of e-mail
-Anti-spam Protection
-Efficient Antivirus Protection
-Unique MailTicker(TM)
-Comprehensive Scheduler
-Smart Sorting Office
-Handy Message Templates
-Quick Templates
-Microsoft Exchange Connectivity
-Message Parking
-Built-In Backup and Restore
-Mail Synchronisation
-Extended Support of National Codepages
-Convenient Message Dispatcher
-Fast Address Book
-Multilanguage Interface
-Submission Forms
-Strong Cryptography
-Powerful Import Wizard

*** Fast, Built-in Image Viewer
The Bat! has built-in image viewer supporting GIF, PNG, BMP, ICO, WMF, EMF and JPEG formats. You don't have to wait until an external image viewer gets loaded.

What's new in The Bat! 3.64:
[!] Significantly improved Search speed
[*] Improved Unicode support
[*] Improved editor and autocompletion
[*] Slightly modified IMAP
[+] Updated help file
[-] Various bugfixes
12:35,    |  26105 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

User Control 4.445


პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებლის კონტროლში, ანუ შეგიძლიათ დააწესოთ მუშაობის პერიოდი, წვდომები სხვადასხვა ადგილებთან და პროგრამებთან. შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ ისე რომ მომხმარებელს მხოლოდ გარკვეულ ადგილებთან ექნება მიმართვის უფლება და მუშაობას გარკვეული დროის განმავლობაში შესძლებს.

მოკლედ მშვენიერი პროგრამაა მომხმარებლების შესაძლებლობების შესაზღუდად. ხშირად გამოიყენება ინტერნეტ კაფეებში.
10:57,    |  27292 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 21.December 2006

ES-Computing EditPlus v2.30.315


ეს არის პატარა 32 ბიტიანი ტექსტური რედაქტორი რომელიც მუშაობისას ტექსტებს და ბრძანებებს გამოგიყოფთ განსხვავებული ფერებით. ასეთ მოქმედებას ეძახიან სინტაქსის. საერთო ჯამში პროგრამას ესმის რამდენიმე პროგრამირების ენა, როს გამოც შესაძებელია, ტექსტურ რეჟიმში ჩქარა და მარტივად მუშაობა.

პროგრამა მუშოაბს შემდეგ ენებთან: HTML, CSS, PHP, ASP, Perl, C/C++, Java, JavaScript და VBScript. გარდა ამისა პროგრამას აქვს HTML  ფაილების წინასწარ დათვალიერების ფუნქცია, შეუძლია მოდულების მიერთება, აქვს FTP ბრძანებების მხარდაჭერა და სხვა. მოკელდ თუ გინდათ მარტივი სრულყოფილი სინტაქსის მქონე და საკმაოდ ძლიერი ტექსტური რედაქტორი, მაჳშნ თქვენი არჩევანი აქ უნდა გაჩერდეს.

14:35,    |  35366 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

DFX Audio Enhancer 8.313


ეს არის აუდიო პლაგინი სხვადასხვა პროგრამებისთვის, უფროსწორედ პლეერებისთვის. პლაგინი საშუალებას იძევა შეცვლილი ან გაუმჯობესებული იყოს აუდიო ფაილების ჯღერადობა, შემდეგ პროგრაებში:  Winamp, Windows Media Player, MusicMatch JukeBox.

ალბათ ბევრი თავის დროზე იყენებდა ამ პლაგინს, ბევრს კი არ ჰქონია, მიოკლედ ვინც იცის არ ავუხსნი, ხოლო ვინც არ იცის იმან აუცილებლად უნდა დაქაჩოს და მოსინჯოს.

13:52,    |  25358 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

R-Studio v3.5.123516


მაშ ასე დაგეკარგა ან წაგეშალა ფაილები, ზიხარ და  ტირიხარ, ღრიალებ, მაგრამ არაფერი არ გშველის, ციფრული საიქიოდან ფაილები აღარ ბრუნდებიან, მაშინ გთავაზობ ციფრული ჯოჯოხეთის მიქელ-გაბრიელის პროგრამას.

ეს პროგრამა სიის მიხედვით გამოიძახებს გარდაცვლილ ფაილებს, გაგასაუბრებთ მათთან და ძალიან დიდი სურვილის შემთხვევაში ცხოვრების მეორე შანსს მისცემს.
მოკლედ წაშლილი ფაილების აღმდგენი პროგრამაა, მუშაობს შემდეგ ფაილურ სისტემებთან: FAT12 / 16 / 32, NTFS, NTFS5 Ext2FS (Linux). არადგენს ფაილებს როგორც ლოკალურ კომპიუტერზე, ასევე ქსელში მყოფ კომპიუტერებზე.

13:21,    |  25194 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 6 7 8 9 10 11 12 » ბოლო გვერდი