ინფორმაციის დამალვის ხელოვნება
მათ ვისაც ხშირი ურთიეთობა აქვს კომპიუტერთან, ყოველთვის უჩნდება ასეთი კითხვა - როგორ/სად დავმალო ფაილი? ეს სტატია სწორედ ამ საკითხს ეხება, ანუ როგორ დავმალოთ და დავიცვათ პირადი ინფორმაცია ყოველგვარი სპეც პროგრამებისა და პირადი დაცვის აყვანის გარეშე :-) ამ საქმისთვის უამრავი მარტივი თუ რთული საშუალება არსებობს, მაგალითად მარტივია ეს: აიღეთ ფაილი და გადააკოპირეთ საქაღალდეში C:\Windows\System32 კაციშვილი ვერ იპოვის მას (ვერც ქალიშვილი :-) თუ რა თქმა უნდა ძალიან კარგად არ ერკვევა Windows-ის შემადგენელ ფაილებში და კომპონენტებში. ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ რამოდენიმე მეთოდს, რომლებიც უფრო მარტივია მოქმედებაში და დიდ თავისმტვრევას არ მოითხოვს (თუმცა ასეთი მეთოდით დამალული ფაილების მოძიება არც თუ ისე ადვილია!)
მეთოდი I
პირველ რიგში განვიხილოთ კომპინფო-ს მეოთხე ბეჭდვით ჟურნალში დაწერილი სტატია "როგორ დავმალოთ ფაილი სხვისი თვალისგან" ამ მეთოდს ისევე წავრმართავ როგორც ჟურნალში ეწერა და გამოვიყენებ რამოდენიმე ადგილს ციტატის სახით.
"მაშ ასე წარმოიდგინეთ გაქვთ რაიმე დოკუმენტი, რომელშიც წერია თუ როგორ შეიძლება არბენინო სირაქლემა სპილოს ირგვლივ და ამასობაში გამოყოფილი ენერგია როგორ შეიძლება მოახმარო საქართველოს დაღუპულ ენერგო რესურსებს" (არ დაგავიწყდეთ სტატია 2004 წელშია დაწერილი :-) წარმოიდგინეთ? ძალიან კარგი მაშინ ავიღოთ ეს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია Secret_of_Straus.doc და დავაარქივოთ რაიმე პროგრამით, მაგ: Winrar
სასურველი იქნება ამ არქივს თუ დავადებთ პაროლს თან რაც შეიძლება რთულს რათა ადვილად არ მოხდეს სხვადასხვა პროგრამებით მისი პაროლის "გამოანგარიშება". "მაშ , ასე ასეთი სახით მიღებულ ფაილს გადავარქვათ სახელი მაგალითად Comcat32.dll. ფაილი რა თქმა უნდა, სისტემურ სახეს მიიღებს, ახლა უფრო ნაკლებ ადამიანს თუ მოუვა თავში მისი გახსნა" შემდეგ აიღეთ ეს ფაილი და ჩააგდეთ C:\Windows\System32-ში "თუ დააკვირდებით ამ პაპკაში ისედაც არსებობს ფაილი Comcat.dll. ასევე თუ დააკვირდებით პაპკაში არსებობს აურაცხელი ფაილები. როგორ ფიქრობთ, რამდენ ადამიანს მოუვა აზრად, ეძებოს შეკიმშული, დაპაროლებული ფაილი, სისტემურ დირექტორიაში, თანაც რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იქვე არსებულ ერთ-ერთ ფაილს?
როგორც ვთქვით ეს მეთოდი თითქმის კომპინფოდან ამოღებული ციტატებით არის დაწერილი, უბრალოდ გავახსენეთ მკითხველებს ეს მეთოდი, ახლა კი შემდეგ მეთოდზე გადავიდეთ!
მეთოდი II
მეორე მეთოდის პრინციპიც იგივეა, თუმცა ბევრად წინ წასული, რადგან აქ უკვე სურათში ვმალავთ ჩვენს დოკუმენტ(ებ)ს :-) მოკლედ გვჭირდება რაიმე სურათი და რაიმე დასამალი დოკუმენტი, მაგალითად ასე:
ეს მეთოდი წინა ორთან შედარებით უფრო წინწასულია და მეტ მუშაობასაც მოითხოვს, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული თუ ვთქვათ სადმე მიდიხართ დასასვენებლად და არ გინდათ, რომ თქვენი ინფორმაცია ნახოს იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია რომელიმე კონკრეტულ Partition-ზეა განთავსებული... მაგალითად მე ჩემს ერთერთ Partition-ზე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც არ მინდა, რომ ვინმეს შემთხვევით შემოეფორმატოს ან რომელიმე ვირუსის მსხვერპლი გახდეს ჩემს არ ყოფნაში, ამიტომ განვიხილავ მაგალითს ჩემს თავზე:
როგოც სურათზე ჩანს, მე მაქვს 4 Partition-ი ესენი არის С, D, E და F აქედან მე მინდა დავმალო F დიისკი რათა არ მოხდეს მისი წაშლა ან ინფორმაციის გადაწერა. რა ვქნა? არის ერთი ძალიან კარგი მეთოდი ამისათვის, საერთოდ დავმალავ ამ Partition-ს, მას ვერავინ დაინახავს, შესაბამისად არავის და არაფერს წვდომა არ ექნება მასზე.. კარგი, მოდით მივხედოთ საქმეს გახსენით Start -> Run ჩაწერეთ შიგნით diskpart და შევუდგეთ მუშაობას :-)
ამ პატარა უტილიტას ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება შეუძლია, მაგ: დისკების ფორმატირება, დისკების წაშლა, სახელების შეცვლა, გადაკონვერტირება სხვადსხვა ფაილურ სისტემაში და ა.შ, მაგრამ აქ ჩვენ ამ უტილიტას არ განვიხილავთ თუ დაგაინტერესად შეგიძლიათ აკრიფოთ Help და ჩამოგიწერთ ყველა შესაძლო ბრძანებას... ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ე.წ. Drive Letter-ის წაშლა (ანუ ჩემს შემთხვევაში F:-ის). მოკლედ აკრიფეთ ბრძანება List Volume რათა მოხდეს ყველა ჩვენი Drive-ის ეკრანზე გამოტანა, როგორც სურათზეა:
|
|
ნამდვილად საჭირო რჩევები გაქვთ მოცემული.