როგორც ხდება ცნობილი კომპანია Microsoft-ი მაინც აღასრულებს თავის ოცნებას და თავის სათამაშო კონსოლში ჩაამონტაჟებს HD DVD დრაივს. ოგორც ვიცით თავიდან ანონსი კეთდებოდა რომ კომპანია Microsoft-ი მხოლოდ HD DVD სტანდარტს უჭერდა მხარს, მაგრამ დროთა განმავლობაშჳ ე სინფორმაცია გაქარწყლებული იყო. მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა.
ნოემბრის შემდეგ მოსალოდნელია კონკურენტი სათამაშო კონსოლის გამოსვლა, როგორც ხვდებით საუბარია PlayStation 3 და Wii-ზე, რომლებიც SONY-ს განცხადებით აღჭურვილი იქნებიან Blu-ray DVD დრაივებით. არ დაგავიწყდეთ რომ კონსოლი გაიყიდება 500-600 დოლარად, მაშინ როდესაც თვითონ Blu-ray DVD დრაივი სავარაუდოდ ჯდება 600-700 დოლარი. უბრალოდ სხვა გზა არ არის, კონკურენტის სათამაშო Xbox ლამის ერთი წელია ბაზარზეა და უკვე გაიყიდა 10 მილიონი ეგზემპლარის სახით, თან გაცილებით იაფი ღირს, მთელი 200$-ით. იმისათვის რომ Xbox-ი კონკურენტუნარიანი დარჩეს კომპანია Microsoft-ი მას დაამატებს ახალ დიდი მოცულობის დრაივს, რომელიც კონკურენტის დრაივისგან განსხვავებით გაცილებით იაფი ჯდება. ჯერჯერობით ძნელია ზუსტი ფასების დასახელება, მაგრამ ფაქტი ერთია დიდი მოცულობის დისკების მხარდაჭერა Xbox-ს სჭირდება, ხოლო Toshiba-ს სჭირდება რომ მის სტანდარტს მხარდამჭერები ყავდეს და მისი დისკები იყიდებოდეს, უკვე გაყიდული 10 მილიონი კონსოლი ამის მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა.
სონი3 იქით იყოს