გაქართულებული Windows XP
როგორც ვიუწყებოდით კომპანია UGT-ს 15 მაისს ორშაბათს გამართა გაქართულებული Windows XP-ს პრეზენტაციას. პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო მერიოტში. გავიხსენოთ ოფიციალური ინფორმაცია, პროექტი ანონსირებული იყო 2005 წლის თებერვალში, მუშაობა დაიწყო 2005 წლის აპრილ მაისში, როგორც შეპირებულები იყვნენ მუშაობა ერთი წლის თავზე დასრულდა და დღეს ხელთ გვაქვს პირველი გაქართულების ბეტა პაკეტი.

პროექტის ფარგლებში გადათარგმნილია არაერთი ათასი სიტყვა, მიუხედავად ამისა არსებობს კიდევ არაერთი გამორჩენილი ტერმინი და ხარვეზი.
კომპანია UGT-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერთან ვინც აღმოაჩენს აღნიშნულ ხარვეზებს. ამისათვის მეორე ქართულ კომპანიაში IT-Knowkedge გუშინდლიდან (სამშაბათიდან) წარმოდგენილია რამდენიმე გამართული კომპიუტერი ქართული ინტერფეისით.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიბრძანდეს კომპანიაში და უფასოდ გაეცნოს და გაატესტიროს აღნიშნული ვერსია. სხვათაშორის გაუჩერებლივ ლაპარაკს და კრიტიკას ჯობია მართლაც ჩაერთოთ საქმეში და აღმოაჩინოთ პრობლემები სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შესთავაზოთ ალტერნატიული ტერმინები, შეიძლება და მიღებული იქნას.
საბოლოოდ პაკეტი გავრცელდება LIP პროდუქტის სახით, ანუ შეიძლება მისი ინგლისურენოვან ვერსიაზე ინსტალირება, თუ არ მოგეწონებათ შეიძლება მისი დეინსტალირება. პროდუქტი უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება 2006 წლის 1 ივნისიდან კომპანია UGT-ს საიტზე, სრული ვერსია სავარაუდოდ გამოვა სექტემბერში და შესაძლებელი იქნება Microsoft-ის საიტიდან ჩამოქაჩვაც, ანუ გვეყოლება რეგიონალური გამავრცელებელი და კომპანია მწარმოებელიც.
დეტალურად კონფერენციაზე მომხდარი ამბები შეგიძლიათ ჩვენს სტატიებში ნახოთ.
ბეჭდვითი ვერსია | 17-05-2006, 15:00:00 |
|
რავიცი, ადამიანს საერთოდაც რომ არ ჰქონდეს შეხება კომპიუტერტან, დინამიკს უფრო მიხვდება ვიდრე ხმამაღლამოლაპარაკეს. არ მეთანხმებით?