Plextor-მა გამოუშვა ახალი TV ტუნერი PX-HDTV500U. ახალი მოწყობილობა გამოირჩევა მინიატურული ზომებითა და ფუნქციონალურობით. PX-HDTV500U კომპს უკავშირდება USB 2.0 ინტერფეისით და იწონის სულ რაღაც 20 გრამს. მცირე ზომების მიუხედავად, მოწყობილობის ფუნქციონალურობა საკმაოდ კარგია. იღებს როგორც ჩვეულებრივ, ასევე HDTV სიგნალს. აქვს 16:9 და 4:3 ფორმატების მხარდაჭერა. PX-HDTV500U მუშაობს ATSC სტანდარტში, 42-864 მჰც სიხშირეების დიაპაზონში. რაც შეეხება ფასს, იგი 99$-ია.
ყველაფერი გენიალური უბრალოა
ერთი HDTV მონტორების ყიდვა და მაუწყებლობაღა გვაკლია და ავშენებულვართ