Penryn-ის გამოსვლის ოფიციალური თარიღი: 12 ნოემბერი!
სან-ფრანცისკოში მიმდინარე IDF 2007-ზე, ინტელის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ოტელინიმ (Paul Otellini) წარმოადგინა ოფიციალური ინფორმაცია პირველი 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორის, Penryn-ის შესახებ. მისი თქმით, პენრინი სავაჭრო ქსელში 12 ნოემბერს გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ახალ არქიტექტურაზე გადავა სერვერული, სამუშაო და სამომხმარებლო კლასის პროცესორები და მობილური პროცესორები ლეპტოპებისთვის.

რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, სამომხმარებლო პერსონალური კომპიუტერების სეგმენტს, აქ ველოდებით რამდენიმე ოთხ და ორბირთვიან პროცესორს. როგროც ხედავთ, ინტელი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გამოუშვას ახალი პროცესორები. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, კონკურენტის 65 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორები, AMD Phenom-ია. ინტელის გეგმები ასეთია: 2007 წელს ახალ პლატფორმაზე თხუთმეტი პროცესორი გამოვა, ხოლო ოცი - 2008 წლის პირველ კვარტალში. ჯამში, კომპანია Penryn-ის ბაზაზე 750-ზე მეტი (!) სხვადასხვა პროდუქტის გამოშვებას გეგმავს.
პოლ ოტელინიმ აღნიშნა, რომ პენრინი მის წინამორბედზე 20%-ით სწრაფი იქნება და, ამასობაში, მოითხოვს უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას. ამჟამად, 45 ნანომეტრიანი ჩიპები ინტელის ორ ფაბრიკაში მზადდება, ესენია: D1D ორეგონში და Fab 32 ჩანდლებში (არიზონას შტატი). ამის გამო, წარმოების რესურსები 100%-თაა დატვირთული.
ბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 01:52:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|