Nehalem-ის დესკტოპ პროცესორების კოდური სახელი: Bloomfield
უკვე ვიცით, რომ 2008 წლის ბოლოს ინტელი ახალ პროცესორებს გამოუშვებს, ეს იქნება Nehalem. ახალი პროცესორები 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადდება, თუმცა მათში რამდენიმე რადიკალური ცვლილება იქნება: პროცესორში ინტეგრირებული იქნება მეხიერების კონტროლერი, რომელსაც DDR3-ის მხარდაჭერა ექნება და ასევე ექნება QuickPath (QPI inter chip communication protocol) ტექნოლოგიის მხარდაჭერაც. ეს უკანასკნელი ინტელის პასუხია AMD-ს Hypertransport-ზე.
Nehalem/Bloomfield-ს დასჭირდება ახალი ჩიპსეტი Tylersburg-DT, რომელიც თავის მხრივ, აღჭურვილი იქნება ICH10 სამხრეთ ხიდით. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წლის მეოთხე კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.
მანამდე კი ბაზარს Penryn-ის ოჯახის წარმომადგენელი, 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული ოთხბირთვიანი Yorkfield პროცესორები შეავსებენ. ასევე გამოვა X48 ჩიპსეტი, რომელსაც FSB 1600 -ის მხარდაჭერა ექნება და Penryn-სა და Nehalem-ს შორის არსებულ დროს მეტნაკლებად შეავსებს...
ბეჭდვითი ვერსია | 23-10-2007, 21:43:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|