მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD-ს პროცესორების მოდელების ნომრები

AMD-ს განცხადებით, მისი პროცესორების მოდელების ნომრების სტრუქტურა საკმაოდ მარტივია. რაც უფრო დიდია რიცხვი, მით უფრო უკეთესი პროცესორი იმალება მის უკან. შედეგად, 9x00 უკეთესია 7x00-ზე.

Image

კომპანიამ დასახელებებიდან ამოიღო X4, რადგან მიიჩნია, რომ ეს უფრო დამაბნეველად მოქმედებდა მომხმარებლებზე.

Phenom 9600 AMD-ს ყველაზე სწრაფი პროცესორია, 9700 უფრო სწრაფი იქნება, რომელსაც მოყვება 9800, და ა.შ.

საინტერესოა, რა მოხდება Phenom 9900-ის შემდეგ, როცა AMD-ს უბრალოდ ნომრები აღარ ექნება :). Phenom 9900 ამჟამინდელი ინფორმაციით 2.6 გჰც-იანი მოდელი იქნება, რომელსაც 2008 წლის დასაწყისში ველოდებით. 9900-ის შემდეგ ამდ-ს ალტერნატივის მოძებნა მოუწევს. თუმცა, ჯერჯერობით კომპანიას 2.6 გჰც-ისგან რამდენიმე თვე აშორებს.

ასევე, 9xxx 4 ბირთვიანი პროცესორების აღმნიშვნელი ნომერია.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-11-2007, 22:59:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.