NVIDIA D9E-ს რელიზი 2008 წლის თებერვალში შედგება
რესურს DigiTimes-ის განცხადებით, კომპანია nVidia თავისი მეცხრე სერიის ვიდეო დაფების გამოშვებას 2008 წლის თებერვალში გეგმავს. პირველად გამოვა მოდელი D9E, რომელიც High-End ვიდეო დაფებისთვის იქნება განკუთვნილი. მის შემდეგ, ივნისის შუა რიცხვებში, გამოჩნდება Middle-End ბაზრისთვის განკუთვნილი D9P. ორივე მათგანი წარმოებული იქნება 65 ნმ ტექნოპროცესით, ექნებათ PCI Express 2.0-ის, DirectX 10.1 და Shader Model 4.1-ის მხარდაჭერა. ამასთან, D9E-ს ექნება 512 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი, ხოლო D9P-ს - 256 ბიტიანი. რაც შეეხება აღნიშნული პროდუქციის ფასებს, ის ჯერჯერობით უცნობია. ბეჭდვითი ვერსია | 30-11-2007, 13:00:00 | Power_VANO |
ალბათ გამოსვლიდან 1-2 თვეში მოვა აქაც :)
კი მართალია ეგეც, ძველ ნიუსებში გვიწერია მაგაზე, გადახედე თუ გინდა :)