Phenom B3 ნაჩვენები იქნება CeBIT-ზე!
როგორც იცით, მალე მსოფლიოში უდიდესი კომპიუტერული გამოფენა CeBIT-ი გაიხსნება, სადაც უამრავი სიახლე იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი წინასწარი ინფორმაციით იქნება AMD-ს Phenom პროცესორები, B3 სტეპინგით. ასევე ცნობილი გახდა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი AMD სისტემების უმეტესობაში სწორედ ამ სტეპინგის პროცესორი იქნება გამოყენებული. ეს ეხება 200-მდე კომპიუტერს. შეგახსენებთ, რომ Phenom-ის B3 სტეპინგში აღმოფხვრილია TLB L3 კეშის შეცდომა. აღნიშნული სტეპინგის პროცესორების ბაზარზე გამოშვება 2008 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში იგეგმება. ასევე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ 2.6 გჰც-იანი Phenom 9700 B3 სტეპინგზე იქნება აგებული. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა AMD 3.0 გჰც-იანი ზღვრის გადალახვას B3 სტეპინგით. ბეჭდვითი ვერსია | 25-02-2008, 21:48:00 | Power_VANO |
|