Intel-ი ფიქრობს, რომ nVidia პანიკაშია
Intel-ის წარმომადგენელმა nVidia, როგორც კომპანია, რომელიც პანიკაშია და აღარ იცის, რა ქნას. უკვე კარგა ხანია, ეჭვები არსებობს, რომ ამ ორ კომპანიას შორის დაპირისპირება არსებობს და ახლა ამის დასადასტურებლად ფაქტებიც არსებობს.
vs 
თუ პენრინის ოჯახის პროცესორებისა და nVidia-ს ჩიფსეტების შეუთავსებლობა ადრე შესაძლოა, შემთხვევითობად მიგვეჩნია, დღეს ასეთი რამის დაჯერება უკვე საკმაოდ ძნელია.
nVidia-მ Larrabee-ს ”მხოლოდ სლაიდი” უწოდა, ინტელმა კი განაცხადა, რომ მათთვის SLI-ს ლიცენზიის არმიცემა იმის მანიშნებელია, რომ nVidia-ს ჩიფსეტების ბაზარზე საკმაოდ უჭირს კონკურენცია ინტელის პროდუქციასთან და თუ SLI სრულფასოვნად იმუშავებდა ინტელის ჩიფსეტებზე, Nvidia-ს ნაწარმს არავინ იყიდდა. სიმართლე რომ ითქვას, ნაწილობრივ, ეს ასეცაა. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო Intel-ისა და ATI-ს დაახლოებას, რომელიც CrossFire ლიცენზიის ინტელისთვის მიცემაზე უარს არ და ვერ ამბობს (ბაზარზე მისი არასახარბიელო მდგომარეობის გამო). მით უმეტეს, ATI-ს ვიდეო დაფების გაყიდვას ინტელის პლატფორმები საკმაოდ უწყობენ ხელს.
სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა nVidia-მ. მისი განცხადებით, GPU გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე CPU, და რომ CPU ვადაგასული დეტალია კომპიუტერში. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ Intel-მა მხოლოდ პროცესორისა და ჩიფსეტების დამზადება იცის და სხვა არაფრის :-)
ორივე კომპანია საკმაოდ თავდაჯერებულია, და იმედია, იციან, რასაც აკეთებენ. როგორც ვხედავთ, დაპირისპირება უკვე აშკარა გახდა და დიდი ბრძოლა გარდაუვალია. ვნახოთ, სად გადის nVidia-ს შესაძლებლობების ზღვარი. შეძლებს კი nVidia, გაუმკლავდეს ისეთ გიგანტს, როგორიც Intel-ია და საბოლოოდ AMD-ს მსგავსად მუხლებზე დაჩოქილი არ აღმოჩნდეს?
ბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 16:17:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|