წინასწარი ინფორმაცია IDF Shanghai-ს შესახებ
როგორც იცით, აპრილში IDF Shanghai იმართება. ესაა ინტელის ფორუმი, სადაც ხდება კომპანიის სიახლეების წარდგენა დამსწრე საზოგადოებისთვის. დღესდღეობით ინტელმა რამდენიმე დეტალი გაამხილა ფორუმის შესახებ, ვნახავთ რის შესახებ იქნება საუბარი.
IDF-ზე ანონსირებული იქნება Tukwila ჩიპი 2 მილიონი ტრანზისტორით, რომელიც ჩაანაცვლებს დღევანდელ Itanium-ს. ასევე ანონსირებული იქნება Dunnington ბირთვიანი პროცესორები.
ცხადია, ფორუმზე საუბარი იქნება Nehalem-ზეც, რომელიც წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს ბაზარზე. ინტელი ძირითადად ისაუბრებს ნეჰალემის მეხსიერების კონტორლერზე, SMT-სა და L3 დონის კეშ-მეხსიერებაზე.
ასევე, საინტერესოა სიახლეები Larrabee-ს შესახებაც. Intel-მა უკვე დაადასტურა, რომ Larrabee-ს DirectX-სა და OpenGL-ის მხარდაჭერა ექნება. ეს ნიშნავს, რომ დღეს არსებული თამაშები Larrabee-ზეც იმუშავებენ.
მთლიანობაში, საკმაოდ საინტერესო ფორუმი გველის. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს Intel-ი.
ბეჭდვითი ვერსია | 19-03-2008, 13:21:00 | Power_VANO
|