IDF 2008 Shanghai დაიწყო!
დღეს დილით შანხაიში დაიწყო IDF (Intel Developer Forum) 2008 Shanghai. როგორც იცით, ეს ფორუმი იმართება ინტელის ეგიდით და მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის იმ სიახლეების მიწოდებას, რასაც კომპანია და მისი პარტნიორები გვთავაზობენ. დღეს ნულოვანი დღეა, შესაბამისად, ფორუმის კარი ჯერ მხოლოდ პრესისთვისაა ღია. IDF Shanghai ოფიციალურად ხვალ აიღებს სტარტს.

ფორუმი დღეს ინტელის ჩინეთის წარმომადგენლობამ გახსნა (შანხაი ხომ ჩინეთშია!..).

ამ ფორუმიდან ბევრ სიახლეს ველოდებით, კერძოდ საინტერესოა დეტალები Nehalem-ისა და Larrabee-ს შესახებ, ასევე გავიგებთ რა ხდება სერვერულ და მობილურ სეგმენტში, რა ხდება Penryn-ებთან მიმართებაში და ა.შ.
ჩვენ კი ყველა საინტერესო სიახლეს IDF Shanghai-დან საიტზე შემოგთავაზებთ.

ბეჭდვითი ვერსია | 01-04-2008, 09:25:00 | Power_VANO
|