ახალი დეტალები Windows 7-ის შესახებ
როგორც იცით, კორპორაცია Microsoft-ი 2010 წლისთვის გეგმავს ბაზარზე გამოუსვას ახალი ოპ. სისტემა - Windows 7. დღესდღეობით პროექტს ახალი წინამძღოლი ჰყავს სტივენ სინოფსკის (Steven Sinofsky) სახით.
ცოტა ხნის წინ სინოფსკიმ თავის ინტერვიუში CNET-თან, გაამხილა რამდენიმე დეტალი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ.

სტივენ სინოფსკი
პირველ რიგში სინოფსკიმ დადასტურა, რომ "მიკროსოფტი გეგმავს გამოუშვას ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista-ს ბაზარზე გაშვებიდა სამი წლის შემდეგ", თუმცა მან თავი შეიკავა და არაფერი თქვა ბილ გეიტსის განცხადებაზე მაიამიში, სადაც მაიკროსოფტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია Windows 7 2009 წელს ვიხილოთ, თუნდაც Beta ვერსია.
სინოფსკიმ ასევე განაცხადა, რომ Windows 7-ის გრაფიკული ძრავი ახალი იქნება და არ იქნება პირდაპირ კოპირებული Vista-დან.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
და რაც მთავარია პროექტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Windows 7-ის ბირთვი არის ევოლუცია Windows Server 2008-ის ბირთვისა, რომლის ბირთვიც, თავის მხრივ, არის ევოლუცია Windows Vista-ს ბირთვისა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ Windows 7 ახალ დრაივერების პრობლემას არ წარმოქმნის, იგი სრულად იქნება თავსებადი Windows Vista-სთან. ეს ეხება პროგრამების თავსებადობასაც. საერთოდ, სონოფსკის განცხადებით Windows 7 თავსებადობის საკითხში საკმაოდ ლოიალური იქნება. ასევე, მისი განცხადებით, ახალი ოპ. სისტემა გამოვა როგორც 32 და 64 ბიტიანი ვერსია ანუ 32 ბიტი 2010 წელშიც ცოცხალი იქნება :-)
მართალია, სტივენ სინოფსკიმ ბევრი დეტალი არ გაგვიმხილა, მაგრამ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. უკვე მიჩვეული ვართ მაიკროსოფტისგან მსგავს ტაქტიკას. ამას მომგებიანი მხარეც აქვს: მომხმარებლის ინტერესი იზრდება.
იმედია, Windows 7 მართლაც ღირსეული პროდუქტი იქნება. საკითხავია, შეძლებს Windows 7 იმას, რაც ვერ შეძლო Vista-მ? ანუ გადაუსწრებს თუ არა XP-ს წარმატების მაჩვენებლით?
ბეჭდვითი ვერსია | 28-05-2008, 08:34:00 | Power_VANO
|
ჩემის აზრით და მგონი არა მარტო ჩემი აზრით windows xp_ზე მძლავრი ოპერატიული სისტემა არასოდეს გამოვა, უბრალოდ ხალხი იმდენად არი შეგუებული xp_ს რო მაგარი გაუჩირდებათ შეგუება