OCZ Vertex SSD-ები ბაზარზე ჩაეშვა
დღეიდან უკვე შეგიძლიათ მსოფლიოში უსწრაფესი SSD-ები შეიძინოთ, OCZ-ის Vertex სერიიდან. ახალი SSD-ები აღჭურვილია DRAM ბუფერით და აჩვენებს ძალიან მაღალ წარმადობას, რაც საკმარისია Intel-ის X25 სერიის დასამარცხებლად.

OCZ Vertex-ი გამოდის 30, 60, 120 და 250 გბ-იან მოდელებში. წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეები კი 250მბ/წმ და 180მბ/წმ-ია, შესაბამისად. ახალი SSD-ები ბაზარზე გამოვა პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ოპტიმიზირებულია მაღალ IOPS-ებზე. OCZ-ის განცხადებით, მალე მომხმარებელს შეეძლება სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერაც, რომელიც SSD-ების სხვადასხვა საჭიროებისთვის ოპტიმიზირებას შეძლებს. ეს საკმაოდ კარგი სიახლეა, რომელსაც მომხმარებელთა უმეტესობა მოხარული შეხვდება.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
ახალი SSD-ები, როგორც გითხარით, უკვე იყიდება. ფასები იწყება €115,96-დან (30 გბ-იანი მოდელი) და მთავრდება €718,74-ით (250 გბ-იანი მოდელი). 120გბ მოცულობის OCZ Vertex €370,04 დაგიჯდებათ, ხოლო 60 გბ-იან მოდელს 217,32 ევროდ შეიძენთ. ფასი შესაძლოა ცოტა დიდი მოგეჩვენოთ, მაგრამ ინტელის SSD-ებთან შედარებით, არც თუ ისე ცუდია. Intel X25-ის შეძენა შესაძლებელია €714,90-ად (160 გბ-იანი X25-M ვერსია) და 737 ევროდ (64 გბ-იანი X25-E ვერსია).
ბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 23:12:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
3-5 თვეში კი მოიტანენ ჩემთან მაგ ვერტექსებს და შევძლებ 90% კი :)