ვიკიპედია. თქვენთან. თაროზე.
ვიკიპედიას შეძენა წიგნურ ფორმატში რომ შესაძლებელია, უკვე დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ თქვენი ფავორიტი ვიკიპედიური სტატიების წიგნად შეძენა რაღაც ახალია - PediaPress საშუალებას აძლევს ნებისმიერს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ თაროზე ვიკიპედიას სტატიებისგან შემდგარი წიგნი შემოდოს. სერვისი მისაწვდომია 7 ენაზე, ეს ენებია: გერმანული, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, დანიური, პოლონური და გამარტივებული ინგლისური. ინგლისურის მხარდაჭერა ჯერჯერობით მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის მუშაობს, ისიც არასრულფასოვნად და სატესტო რეჟიმში.
![PediaPress Books PediaPress Books](http://pediapress.com/resources/images/bookpix/IMG_3213.jpg)
ეს სიამოვნება "ძალიან ძვირი არ ჯდება", მაგრამ ფასი ბოლომდე გარკვეული არაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ წიგნის ყოველ 100 გვერდზე "საბაზისო შენატანის" - 8.90 პრეზიდენტის გადახდაა საჭირო, გვერდის ფასი წიგნის მიხედვით სხვადასხვაა და საბაზისო შენატანს ემატება. ჰო - წიგნის ფოსტით გამოგზავნის ფასიც გასათვალისწინებელია. რაც შეეხება თვითნ წიგნს, მისი განზომილებებია 8''x5.5'', აქვს ფერადი ერთგვაროვანი ყდა - ამ მხრივ წიგნები მხოლოდ დასახელებით განსხვავდებიან - და შავ-თეთრი გვერდები.
წიგნის შექმნა ძალიან მარტივად შეიძლება ვიკიპედიას სპეციალური გვერდიდან, აქიდანვე შეიძლება მისი ჩამოტვირთვა pdf ან odt (Open Document Format - OpenOffice Writer-ის ფორმატი) ფორმატში - PediaPress-ის სპეციალური Collection პლაგინი ავტომატურად გარდაქმნის სტატიების კოლექციას წიგნად - ან შეკვეთა პირდაპირ PediaPress-ისთვის. რეგისტრირებულ მომხმარებლებს წიგნის შენახვა და შემდგომ რედაქტირებაც შეუძლიათ. ასევე მისაწვდომია PediaPress-ის წიგნების კატალოგი, შექმნილი ვიკიპედიას მომხმარებლების მიერ; მათი შეკვეთაც შესაძლებელია.
PediaPress-ის განცხადებით, მათ შექმნეს ეს სერვისი, რათა შეეერთებინათ მუდმივად განახლებადობა და აქტუალობა ქაღალდის მოსახერხებლობასთან; ასევე იმიტომ, რომ მსოფლიოს ორ მესამედს ხელი არ მიუწვდება ონლაინ ვიკიპედიასთან და ისინი ცდილობენ ეს ხარვეზი წიგნების საშუალებით აღმოფხვრან. თუმცა ისინი არა მხოლოდ ამ პრინციპებს ეყრდნობიან - წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხის მხოლოდ 10% ირიცხება Wikimedia Foundation-ის ანგარიშზე, დანარჩენს PediaPress იტოვებს, რათა ენთუზიაზმი არ განელდეს ..
ბეჭდვითი ვერსია | 28-02-2009, 21:37:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
dato309
დიდი მადლობა! როგორ გამომრჩა, ვერ მივხვდი, ვნახე სპეციალურად, არადა :-)
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ :-)