Norman Malware Cleaner
განახლდა ვირუსებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამებისგან (Malware) საწმენდი უტილიტა Norman-ისგან. მაიკროსოფტის ცნობილი Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის წარმოადგენს ანტივირუსულ სკანერ-მწმინდავს, ანუ არ შესწევს ძალა დაგიცვათ ინფიცირებებისგან. მისი ერთადერთი მოვალეობაა აღმოაჩინოს და გაანადგუროს ინფექციები ვინდოუზ სისტემებში. ასევე Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის არ შეიცავს სრულ ანტივირუსულ ბაზას, ამის მაგივრად Malware Cleaner სისტემის სპეციალურ ადგილებში ეძებს და ეფექტურად ანადგურებს მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ და საშიშ ვირუსებს, ჭიაყელებს, პროგრამა შპიონებს, ტროიანულ ცხენებსა და სხვა. ტრადიციული ანტივირუსებისგან განსხვავებით, ანტივირუსული სკანერ-მწმინდავები გამოირჩევიან წმენდის მაღალი ხარისხით. Norman Malware Cleaner:
Norman Malware Cleaner 2009.03.02 შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ მწარმოებლის საიტიდან. ბეჭდვითი ვერსია | 05-03-2009, 20:26:00 | gearge |
|