Ultra Durable VGA და Silent Cell Gigabyte-სგან
კომპანია Gigabyte-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ აპირებს გამოუშვას მთელი რიგი ვიდეო დაფებისა, რომლებშიც ახალი ინოვაციური და პროგრესული ტექნოლოგიები - Ultra Durable VGA (UDV) და Silent Cell იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ Ultra Durable VGA (UDV) ანალოგია Ultra Durable 3 ტექნოლოგიისა, რომელსაც Gigabyte-ი დედა დაფების დასამზადებლად იყენებს.

ახალი ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რადიკალურად იცვლება დაფის დიზაინი. კერძოდ, დამიწებისა და კვების მიწოდების სქემებში გამოიყენება ორჯერ მეტი სპილენძი, ვიდრე ტრადიციულ დაფებში. შედეგი ისაა, რომ კვების მიწოდებისას ელ-ენერგია ნაკლებ დაბრკოლებას აწყდება და უფრო "სუფთად" კვებავს სისტემას. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

აქცენტი კეთდება სხვა დეტალების ხარისხზეც: გამოიყენება მაღალი ხარისხის მოსფეტები, რომელთა სითბოგამოყოფა სტანდარტულ მკოსფეტებთან შედარებით, დაბალია. რკინის ბირთვიანი დროსელების ნაცვლად გამოიყენება ფერიტებიანი დროსელები. ასევე გვაქვს ე.წ. მყარი კონდესატორები.
Gigabyte-ის განცხადებით, UDV ტექნოლოგიის საშუალებით სითბო ადვილად გადაეცემა მთელ დაფას ცხელი კომპონენტებიდან, რაც უზრუნველყოფს უფრო გრილ მუშაობას. კომპანიის ტესტების მიხედვით, ვიდეოჩიპის ტემპერატურა მცირდება 5%~10%-ით, ხოლო მეხსიერების მიკროსქემებისა - 10%~40%-ით.
შედეგად ოვერქლოქინგის პოტენციალი იზრდება 10%~30%-ით, და ასევე 10%~30%-ით მცირდება ენერგიის დანაკარგები კვების სისტემაში გადართვებისას.

თავის მხრივ, მეორე ტექნოლოგია, Silent Cell წარმოადგენს ახალ გაგრილების სისტემას. მასში გამოყენებულია 3 ცალი სპილენძის ფართო სითბური მილაკი, რომელთა საშუალებითაც სითბო გადაეცემა ალუმინის ფარფლებისგან დამზადებულ რადიატორს.
Gigabyte-ის განცხადებით, Silent Cell ქულერი ვიდეო დაფების ტემპერატურას საშუალოდ 18 გრადუსი ცელსიუსით შეამცირებს სტანდარტულ გაგრილების სისტემებთან შედარებით.
ესეც გრაფიკული ადაპტერების სია, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდება:
ბეჭდვითი ვერსია | 10-03-2009, 15:42:00 | Power_VANO
|