ASUS Marine Cool
კომპანია ASUS-მა CeBIT 2009-ზე, რომელიც უკვე დასრულდა, წარმოადგინა დედა დაფების ახალი კონცეპტ დიზაინი Marine Cool, რომელიც საკმაო ინოვაციებითაა აღჭურვილი. ახალი იდეები და ინოვაცია ყოველთვის კარგია, ჩვენც ვნახოთ, რას გვთავაზობს ასუსი.

პირველი, რაც თვალს ხვდება, ესაა დედა დაფის ე.წ. ბექპლეიტი, რომელიც დამზადებულია მიკრო-ფორებიანი კერამიკით, რაც უზრუნველყოფს სითბოს უკეთეს გადაცემას და სიმყარეს მატებს თვითონ დაფას. ASUS-ის განცხადებით, ახალი ბექპლეიტის საშუალებით სითბოგადაცემა 2-ჯერ იზრდება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
დაფაზე დამონტაჟებულია ახალი გაგრილების სისტემა, რომლის შემადგენელი ბლოკებიც ერთმანეთთან სითბური მილაკებითაა დაკავშირებული. გაგრილების სისტემა განკუთვნილია ჩიპსეტების და კვების მიწოდების სისტემისთვის. სურათზე შეამჩნევთ SO-DIMM მეხსიერების სლოტებსაც - მართალია ეს სლოტები დიდი გამტარობით არ გამოირჩევიან და ჰაი-ენდ სისტემებისთვის არაა განკუთვნილი, თუმცა, მეინსტრიმ სეგმენტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. რაც მთავარია, იზოგება საკმაოდ დიდი ადგილი დედა დაფაზე.

რაც ყველაზე საინტერესოა, ახალ დედა დაფას ჩაშენებული უწყვეტი კვების წყარო - UPS-ი აქვს! დიახ, დიახ, დედა დაფის ბექპლეიტის ნაცრისფერი ნაწილი ლითიუმ-პოლიმერის ბატარეაა :) ასეთი ჩაშენებული UPS-ი ზედგამოჭრილია ჩვენთვის - ელ. ენერგიის გათიშვის შემთხვევაში სისტემა არ დაზიანდება. ასევე, დედა დაფაზე ჩაშენებულია სერვერული სტანდარტის Failover მეხსიერება, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის წარმატებულ ჩატვირთვას იმ შემთხვევებში, თუ ოპ. მეხსიერება დაზიანებული ან არათავსებადია.
მოკლედ, ველოდებით ახალ დედა დაფებს ახალი დიზაინით. მანამდე კი, ბონუსის სახით ASUS Marine Cool-ის გალერეას გთავაზობთ:







ბეჭდვითი ვერსია | 16-03-2009, 20:53:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
რა ღირს????????????