Windows Internet Explorer 8 FINAL
ბოლო დროს ვებ-ბროუზერების ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა. თუ ადრე Microsoft-ის ქმნილებას ბაზარზე დომინანტური პოზიცია ეკავა 90% და მეტი წილით, დღეს სიტუაცია შეიცვალა. ძველი კონკურენტები მოძლიერდნენ, გამოჩნდნენ ახლებიც. 2007 წელს Apple-მა Safari 3 გამოუშვა, ახლა კი მე-4 ვერსიაზე მუშაობს. Mozilla-მ Firefox 3 2008 წლის 17 ივნისს წარუდგინა საზოგადოებას.2008 წლის 8 ოქტომბერს ბაზარზე Opera 9.6 გამოჩნდა. ოპერას გუნდი ამჟამად ბროუზერის მე-10 ვერსიაზე მუშაობს. 2008 წლის ბოლოს, 11 დეკემბერს ბაზარზე ოფიციალურად შევიდა Google-იც, რომელმაც თავისი ბროუზერი - Chrome წარმოადგინა. მხოლოდ მაიკროსოფტი იყო ჩუმად, ჩუმად მუშაობდა Internet Explorer 8-ზე, რომლის ბეტა ვერსიებიც 2008 წლის მეორე ნახევარში უკვე ხელმისაწვდომი იყო. Microsoft-ის ბოლო სრული ვერსია IE7 იყო, რომელიც 2006 წელს იქნა გამოშვებული.

IE8 in action! გაზრდილი სისწრაფე, დაცულობა, ახალი ბროუზინგის რეჟიმები და
კიდევ უამრავი ახალი ფუნქცია, აი რას გვპირდება მაიკროსოფტი
როგორც უკვე ვთქვით, IE8-ზე მუშაობა სოფტვეირ გიგანტმა 2008 წელს დაიწყო და პირველი ბეტა ვერსიაც მალევე გამოჩნდა. 2009 წლის იანვარში მას მოჰყვა პირველი RC ვერსია, რომლის გამოყენებაც ყოველდღიური ბროუზინგისთვის უკვე სავსებით შესაძლებელი იყო. ასევე ამ ვერსიაში ფართოდ იყო წარმოდგენილი IE8-ის ახალი ფუნქციები და შესაძლებელობები. დღეს კი, შუადღისას სამყაროს Windows Internet Explorer 8-ის საბოლოო, ფინალური ვერსია მოევლინა! დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
სტივ ბალმერმა, მაიკროსოფტის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებია ახალი ბროუზერის უმთავრესი გაუმჯობესებაა. Microsoft-მა, კონკურენტების მსგავსად, უამრავი დაცვის სისტემა ჩააინტეგრირა ბროუზერში. შედეგად, მომხმარებელს აღარ მოუწევს სხვადასხვა ჯიშის ანტივირუსების, ანტი-შპიონებისა და ცეცხლოვანი კედლების გამოყენება (არა, მათი გამოყენება შეიძლება ისევ მოგიწიოთ, მაგრამ მეტნაკლებად უფრო დაცულები იქნებით). "მომხმარებლებმა მკვეთრად დააფიქსირეს, რა უნდათ ბროუზერისგან - დაცულობა, სისწრაფე და მოხმარების სიმარტივე. Internet Explorer 8-ის სახით, ჩვენ წარმოვადგინეთ ბროუზერი, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას სწრაფად და სთავაზობს მათ უსაფრთხოების ისეთ დონეს, რომელსაც ვერცერთი კონკურენტი უზრუნველყოფს" - განაცხადა ბალმერმა.
Microsoft-ი აცხადებს, რომ Internet Explorer 8 2-დან 4-ჯერ უფრო მეტ შპიონ და მავნე პროგრამას ბლოაკვს, ვიდრე სხვა კონკურენტი ბროუზერები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია და დამტკიცებაც სჭირდება, IE8 აშკარად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია IE7-თან შედარებით.
სიჩქარე, როგორც სტივ ბალმერმა განაცხადა, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, სადაც Internet Explorer 8 ბრწყინავს. მისი თქმით, IE8-ს მსოფლიოს 20 საერთაშორისო ტოპ საიტების გახსნაში 15 რეკორდი ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად IE-ს მომხმარებელი ვარ და ნამდვილად მესიამოვნება, რომ ესეც რეალობა იყოს, ამასაც შემოწმება სჭირდება :-) აღსანიშნავია, რომ IE8-ს RC ვერსიაც კი, JavaScript-ითა და CSS-ით დატვირთულ გვერდებს თავის უმცროს ძმასთან, IE7-თან შედარებით, აშკარად უფრო სწრაფად ამუშავებს. "Internet Explorer 8 დღესდღეობით ერთ-ერთი უსწრაფესი ბროუზერია ბაზარზე. იგი comScore Inc.-ის სტატისტიკის TOP-25 ვებ-საიტების გახსნისას სხვა ბროუზერების სიჩქარეს 50%-მდეც კი აჭარბებს" - აცხადებს MS-ი.
Internet Explorer 8-ის ახალ ფუნქციებში აღსანიშნავია Accelerator-ები და Web slices. ორივე მათგანი უზრუნველყოფს სწრაფ და გაცილებით მოსახერხებელ წვდომას პოპულარულ და Favourite (რჩეულ) რესურსებთან. საგრძნობლად გაუმჯობესებულია Live Search-იც, რომელშიც უკვე გრაფიკების ძიებაცაა შესაძლებელი ვებ-გვერდებზე. ამ ახალი ფუნქციის გატესტვას ყველას გირჩევთ, საკმაოდ საინტერესო რამაა.
Internet Explorer 8 ხელმისაწვდომია 25 ენაზე -- არაბული, ჩინური (ტრადიციული, გამარტივებული და ჰონგ კონგი), ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ებრაული, უნგრული, იტალიური, იაპონური, კორეული, ნორვეგიული, პორტუგალიური (ბრაზილიური და პორტუგალიური), პოლონური, რუსული, ესპანური, შვედური და თურქული (და რა თქმა უნდა, ქართულიც).
Internet Explorer 8-ის ფინალური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია და მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან. ამავე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ახალი ბროუზერის შესაძლებლობებსა და ფუნქციებს.
ბეჭდვითი ვერსია | 19-03-2009, 23:05:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
იცით რას გეტყვით, არ ვიცი ეს ვერსია აჯობებს თუ არა ოპერას რომელიმე ვერსიას რადგან ჯერ არ დამიყენებია, მაგრამ მე მაგალითად ორივეს ვიყენებ(ოპერასაც იესაც) ოგონდ წინა ვერსიებს და გარკვეული ასპექტებიტ ორივე წავა რა.: