Avira AntiVir Personal 9.0.0.386
Avira AntiVir Personal განახლდა ვერსიამდე 9.0.0.386. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ახალ ვერსიის ნომერზე გადასვლა. Personal ვერსია უკვე შპიონური პროგრამებისგანაც დაგვიცავს! აქამდე ეს შესაძლებლობა მხოლოს ფასიან პაკეტებში იყო მისაწვდომი! დიახ, აღარაა საჭირო პრემიუმ გასაღებებზე ნადირობა სრულფასოვანი, მაღარლი ხარისხის დაცვის მისაღებად! უფასო AntiVir Personal ამიერიდან გვთავაზობს ყველა შესაძლებლობას, რასაც მოველით ნებისმიერი სრულფასოვანი [ფასიანი] ანტივირუსული პაკეტისგან: ვირუსებისა და შპიონური პროგრამებისგა სრული დაცვას, Adware, Rootkit-ებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამების აღმოჩენისა და ნეიტრალიზების საშუალებას, ევრისტიკას და ასე შემდეგ. პასუხი კითხვაზე "რომელ ანტივირუსს მირჩევდი" უკვე ცალსახაა: უფასო Avira AntiVir Personal 9-ს!

შეგახსენებთ რომ Avira AntiVir ინდუსტრიის ლიდერი ანტივირუსია. დამოუკიდებელი ანტივირუსული ტესტირების ლაბორატორიებზე დაყრდნობით, ეს გერმანული ანტივირუსი გამოირჩევა ბოროტმოქმედი პროგრამების (ვირუსების, შპიონური და სარეკლამო პროგრამების, ჭიაყელების, Rootkit-ების და სხვა) აღმოჩენისა და ნეიტრალიზების საუკეთესო შედეგებით, როგორც ტრადიციული [სიგნატურული], ასევე ევრისტიკული მექანიზმების გამოყენებისას. ევრისტიკა ადამიანის იმუნური სისტემის მსგავსად ეხმარება ანტივირუსს აღმოაჩინოს ინფექცია მიუხედავად იმისა, იყო ის მანამ დაფიქსირებული ანტივირუსულ ლაბორატორიაში, თუ არა. AntiVir კონკურენტებისგან გამოირჩევა მუშაობის დროს სისტემის დატვირთვის დონითაც: ის მინიმალურია! ავტორს უნახავს Avira AntiVir Personal 8.x წარმატებულად მომუშავე Pentium II-ის ბაზაზე აწყობილ სისტემაზე.
Avira AntiVir Personal ლიცენზიით უფასოა (Freeware), ანუ ლეგალურად გეძლევთ უფლებას გამოყენოთ ის პირად კომპიუტერზე, შეუზღუდავი დროით, სრულიად უფასოდ. არ გჭირდებათ არანაირი ლიცენზიის ფაილების, გასაღებებისა და კრეკების მოძიება!
მე-9 ვერსიაში ცვლილებები გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველია. გრაფიკული გარსი ცოტა სახეცვლილია: შეცვლილია ბანერი პროგრამის თავზე და დამატებულია სწრაფი წმენდის ღილაკი, ახალი სკანირების ძრავა დახმარებით ანტივირუსი უფრო ეფექტურად განაგებს ფაილების სკანირების პროცესს. რეზიდენტული მცველის დატვირთვა სისტემაზე თითქმის არ შეცვლილა.
დასკვნა: თუ გსურთ ეფექტური, სანდო, მუდამ განახლებადი, სრულფასოვანი ანტივირუსი სრულიად უფასოდ, Avira AntiVir Personal 9 საუკეთესო არჩევანი იქნება!
Avira AntiVir Personal 9-ს ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან, ან ამ პირდაპირი ჩამოსატვირთი ბმულით
ბეჭდვითი ვერსია | 22-03-2009, 02:03:00 | gearge
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
მე ავირას კაი ხანია ვხმარობ. საკაიფოა. ეხლა ამას გადმოვწერ და ვაბშე კაიფი იქნება :D:D არ გავიპაროოოოოო :D:D