COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Mozilla Fennec Beta1

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&newsid=1980&p=news


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Mozilla Fennec Beta1
Mozilla Fennec Beta1

დღეს ბრაუზერი ყველაზე მოთხოვნადი სოფტია და ლოგიკურიცაა, რომ ზუსტად ამ სფეროშია ყველაზე დაუნდობელი კონკურენცია. თუ დესკტოპ სეგმენტს გადავხედავთ, პატიოსან ბრძოლაში Firefox იმარჯვებს და ბაზრის თითქმის მეოთხედს ფლობს, მაგრამ როგორც კი პერსონალურ კომპიუტერებს გავცდებით, Opera უპირობო ლიდერია - ესაა ბრაუზერი ყველა Java-Enabled ტელეფონისვის, ყველა სმარტფონისთვის, Wii-სთვის, PSP-სთვის ... და Mozilla-მ გადაწყვიტა, ნელ-ნელა ჩამოართვას Opera-ს ეს ტიტული. დაწყებით კი სმარტების ბაზრიდან დაიწყო და სულ ცოტა ხნის წინ თავისი მობილური ბრაუზერის, Fennec-ის პირველი ბეტა ვერსია წარმოადგინა.



Mozilla Fennec Beta1 Screenshot

[სხვათა შორის, Fennec ძაღლისებრთა ჯიშის პატარა ცხოველია, თუმცა გარეგნობით პატარა მელას წააგავს, ამ ანალოგიიდან მოდის ბრაუზერის დასახელებაც. Fennec-ზე მეტი ინფორმაცია და სურათები შეგიძლიათ იხილოთ ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიებში.]

ვერსია პირველი ბეტაა, მაგრამ უკვე მეთორმეტე ბილდია, ასე რომ, ზოგადი წარმოდგენის შექმნა შეიძლება. პირველი შთაბეჭდილებით, ბრაუზერი საკმაოდ მომხიბვლელია - მინიმალისტური, მსუბუქი და სასიამოვნო ინტერფეისი, ჭკვიანურად მოფიქრებული განლაგება, ნორმალური რენდერი და ჩატვირთვის სიჩქარე (თუმცა ამ უკანასკნელზე მსჯელობა ძნელია, რადგან დაკვირვება Windows-ში ემულირებულ ვერსიაზე ხდებოდა). გვაქვს ტაბების და სანიშნეების მხარდაჭერაც და რაც ყველაზე საინტერესოა და რითაც, სავარაუდოდ, შეეცდება Mozilla მომხმარებლების მოზიდვას - Fennec მხარს უჭერს Firefox-ის გაფართოებებს! რა თქმა უნდა, არა ყველას, თავსებადობის პრობლემებიდან გამომდინარე, მაგრამ რამოდენიმე მათგანი ამწუთასაც მისაწვდომია და ძნელი მისახვედრი არაა, რომ ბევრის პორტირებაც მოხდება სრული ვერსიის გამოსვლის შემდეგ.

თვითონ ბრაუზერი შემდეგ ფუნქციებს გვთავაზობს:

  • TraceMonkey-ს, მოზილას ახალი Javascript ძრავის პორტირებული ვერსია
  • სწრაფი თვალიერების და ზუმის რეჟიმი
  • სანიშნეების მხარდაჭერა სანიშნეების რედაქტორისა და მათი დახარისხების შესაძლებლობის ჩათვლით
  • გაფართოებების მხარდაჭერა
  • ჩამოტვირთვების მენეჯერი
  • გარსების (themes) მხარდაჭერა

ამ ვერსიის ძირითადი მიზანი, Mozilla-ს მიხედვით, გამოხმაურების მიღება და პროდუქტის გარშემო FF საზოგადოების აკუმულირებაა. სამუშაო ბევრია - უნდა ჩატარდეს ტესტირების სერიები, მოხდეს პროდუქტის ლოკალიზება სხვადასხვა ენებზე, დაიწეროს ახალი და პორტირდეს არსებული გაფართოებები და ა.შ.

აპლიკაცი მისაწვდომია Nokia N810-ზე (იხილეთ აქ), თუმცა არსებობს მისი დესკტოპური სატესტო ვერსიაც, ყველა სისტემისთვის!  ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ ბმულებიდან: Windows ვერსია | Mac OS ვერსია| Linux ვერსია

Mozilla-ს მიერ შედგენილი Release Notes შეგიძლიათ იხილოთ აქ: Fennec M12 (Beta 1) for Maemo release notes



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-03-2009, 14:07:00 | Gio_kiborg
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

უცნაურია და სადემოსტრაციო პროგრამის Windows ვერსიაში პროგრამის საქაღალდეში არის ერთი საქაღალდე, სახელად Chrome :)
22-03-2009, 19:44:18 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.