AV-Comparatives.org: Feb 2009
დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, რაც ალბათ საიტის ახალ დიზაინზე მუშაობით იყო გამოწვეული, Av-Comparatives.Org-მა, ერთადერთმა უფასო და ამავდროულად ავტორიტეტულმა ანტივირების მტესტავმა ლაბორატორიამ გამოაქვეყნა თებერვლისთვის დაგეგმილი On-Demand Comarative, ანუ საკუთარ ვირუსულ ბაზაზე სხვადასხვა ანტივირის "გადატარების" შედეგები.

საბოლოო ჯამში შედეგები არც ისე დრამატული გამოდგა, თუმცა რამოდენიმე მომენტი მაინც საინტერესოა. მაგალითად, Eset NOD32-მა, ბოლოს და ბოლოს აჯობა Kaspersky Antivirus-ს ყველა ასპექტში. თუმცა ამ ორის ჭიდაობის მიღმა დადგა Avira Antivir, რომელმაც გასაოცარი 99.7% მოაგროვა (ამ მხრივ მას მხოლოდ G Data-ს კოქტეილი უსწრებს 99.8%-ით); ნამდვილად კარგი არგუმენტია იმისთვის, რომ მის ბოლო, უფასო ვერსიას ყურადღება მიაქციოთ.
რაც შეეხება დანარჩენ შედეგებს:
- უმაღლესი, Advanced+ შეფასება დაიმსახურეს კომპანიებმა: ESET, Kaspersky, McAfee, Symantec;
- კარგი, Advanced შეფასება მიიღეს კომპანიებმა: G Data, AVIRA, Avast, BitDefender, eScan, TrustPort, F-Secure;
- ნორმალური, Standard შეფასება შეხვდათ კომპანიებს: AVG, Sophos, Microsoft;
- ტესტი ჩააგდეს კომპანებმა: Authentium, Norman, Kingsoft;
Avira-ს, G Data-სა და BitDefender-ის Advanced შეფასება გამოწვეულია False Positive-ების სიმრავლით, სხვა მხრივ ეს ანტივირები შეუდარებლები არიან.
დეტალური ინფორმაცია (სკანირების სისწრაფეების თუ გამორჩენილი ინფიცირებული ფაილების და False Positive-ების ჩამონათვალის ჩათვლით) მისაწვდომია pdf ფაილში, რომელსაც AV-Comparatives უფასოდ ავრცელებს.
ბმულების ნაკრები:
[pdf] On-demand comparative, February 2009, Report @ AV-Comparatives
AV-Comparatives.org - მთავარი გვერდი
ტესტების არქივი @ AV.Comparatives
ბეჭდვითი ვერსია | 27-03-2009, 22:30:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|