"გამარჯობა Mac, მე PC ვარ და შენზე იაფი ვღივარ!"
თითქმის 30 წელიწადია Microsoft-ი და Apple ოპერაციულ სისტემებს ქმნიან. ორივე კომპანია ცდილობს სისტემა მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის მოთხოვნილებას მოარგოს. ამასობაში, არცერთი მათგანი არ იშურებდა ერთმანეთისადმი მწარე ბრალდებებს.
ალბათ გახსოვთ მაიკროსოფტის "I am a PC" რეკლამების სერია. დღეს სოფტვეირ გიგანტს ახალი რეკლამა აქვს, სადაც Apple-ს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა. დიახ, დიახ, ეს ადგილი Mac-ის ფასია :-) ახალ რეკლამებში ხაზგასმულია, თუ რამდენად იაფია PC იგივე კონფიგურაციის Mac-თან შედარებით.
რეკლამის შემქმნელები, Crispin Porter + Boguksy-დან, რომლებიც მაიკროსოფტმა დაიქირავა რეკლამის გადასაღებად, დაუკავშირდნენ კომპ. მაღაზიებს ლოს ანჯელესის ტერიტორიაზე Craigslist-ითა და სხვა მსგავსი საიტებით. ისინი თავს ბაზრის მკვლევარებად ასაღებდნენ და სთავაზობდნენ კლიენტებს 700-დან 2000$-მდე, ახალი კომპიუტერის საყიდლად. ცხადია, მათ არ გაუცხადებიათ, რომ Microsoft-ის დაქირავებულები იყვნენ. კლიენტები მოტივირებული იყვნენ, იაფად შეეძინათ კომპიუტერები, რადგან უფლება ჰქონდათ, დარჩენილი ფული შეენახათ.
პირველ რეკლამაში მონაწილეობს ქალი, სახელად ლორენი, რომელსაც 1000$ აქვს და სურს იყიდოს 17"-იანი მონიტორი + კომფორტული კლავიატურა. პირველად ლორენმა ეპლის მაღაზიას მიაკითხა და იმედგაცრუებული დარჩა, რადგან Apple-ის ყველა იაფი კომპიუტერი 999$ ღირდა - MacBook-ი 13"-იანი მონიტორითა და ვიწრო კლავიატურით.
"არც ისე "მაგარი" ვარ, რომ მაკის პერსონა ვიყო," სარკასტულად ამბობს ლორენი მაღაზიის დატოვებისას. მისი შემდეგი გაჩერება Best Buy-ია, სადაც ლორენი პოულობს 17"-იან HP Pavilion ლეპტოპს - 699.99$-ად. 200$-ად იგი ყიდულობს პრინტერსაც და რჩება 100$. რეკლამის დასასრულს ლორენი ამბობს: "მე PC ვარ და მივიღე ის, რაც მინდოდა!"

"რა ვქნა, არ ვარ იმდენად მაგარი, რომ ეპლი ვიყიდო..."
რეკლამა პირველად CBS-ზე გაეშვა კაცების კალათბურთის ტურნირის მიმდინარეობის დროს. ეს რეკლამების სერია განკუთვნილია სწორედ იმისთვის, რომ ხაზი გაესვას PC-ს სიააფეს. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა განაცხადა, რომ ეპლის მყიდველები იხდიან 500$-ით მეტს PC-ს მომხმარებლებთან შედარებით მხოლოდ ლოგოსთვის.

პრინტერიც ვიყიდე, კომპიც... 100$-იც დამრჩა! PC rulez!
ვინდოუსის მარკეტინგის განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა, ბრედ ბრუკსმა აღნიშნა, რომ მას "შეუძლია, დაიფიცოს ბიბლიაზე" რომ რეკლამის გადაღებისას კლიენტებზე ზემოქმედება არ მოუხდენიათ PC-ს რეკლამირებით. მან განაცხადა, რომ მომხმარებლების არჩევანი შეჩერდა PC-ზე იმიტომ, რომ იგი ლოგიკური არჩევანია - უფრო იაფი ღირს. "
აღსანიშნავია, რომ Apple-ს გაყიდვების რაოდენობა 16%-ით შემცირდა თებერვლის მონაცემებით, მაშინ როცა PC-ს გაყიდვებმა იმატა, ძირითადად იაფიანი ლეპტოპებისა და ნეტტოპების ხარჯზე. ეპლის მთავარი პრობლემა სუბ-1000$ ბაზარია, სადაც მას მხოლოდ ორი მოდელი აქვს წარმოდგენილი - MacBook ლეპტოპი და Mac Mini დესკტოპი.
ბეჭდვითი ვერსია | 28-03-2009, 22:28:00 | Power_VANO
|
Microsoft-ის ქლიავებმა ძლივს ძლიობით მოუხმეს გონებას და შექმნეს WINDOWS 7 პრინციპში XPიც ასწორებდა მარა უკეთესის გაკეთებაც შეუძლიათ