Intel "Nehalem" Xeon 5500 Series
Intel-მა ბაზარზე გამოუშვა Xeon პროცესორების ახალი, 5500 სერია სამუშაო სადგურებისა და სერვერებისთვის. 5500 სერიის Xeon-ების კოდური სახელი იყო Nehalem-EP (Efficient Performance). როგორც მიხვდით, ახალი პროცესორები Nehalem-ის ოჯახიდან არიან და Core i7-ებს ეკუთვნიან ძმებად :-)
5500 სერიის პროცესორები აგებულია იმავე 45 ნმ Hi-K metal gate ტექნოლოგიაზე, რაზეც Core i7. ახალ პროცესორებს, ცხადია, ახალი ჩიპსეტი სჭირდება. პროცესორების მომსახურებას საკუთარ თავზე Intel 5520 ჩიპსეტი აიღებს თავზე. Intel 5520-ის კოდური სახელი იყო Tylersburg-EP, რომელიც აღჭურვილია ახალი Intel 82599 10Gb Ethernet კონტროლერით. ჩიპსეტი საშუალებას იძლევა, დედა დაფაზე დამონტაჟებული იყოს 18 DDR3 DIMM სლოტი და 144 GB DDR3 ოპ. მეხსიერება.

QuickPath Interconnect-ები (2 თითო პროცესორში) და ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი შესაძლებელს ხდის, მინიმუმამდე დავიდეს წარმადობის შეფერხებები, რომლებიც მეხსიერების გამტარობის ან ჩიპსეტთან დაკავშირების გამო შეიძლება წარმოიქმნას. Intel 5520 სავარაუდოდ არ შეიცვლება და მოუწევს მოემსახუროს პროცესორის შემდეგ თაობას - Westmere-EP Xeon-ებს, რომლებიც 2010 წლის მეორე კვარტალში მოევლინებიან სამყაროს.
ახალი პროცესორების პრეზენტაცია საკუთარ თავზე Intel-ის ვიცე პრეზიდენტმა, პეტ გელსინგერმა (Pat Gelsinger) აიღო თავზე. განკუთრებით აღინიშნა გაუმჯობესებები წარმადობის, ეფექტურობისა და ელ. ენერგიის მოხმარების შემცირების შესახებ.
პეტ გელსინგერმა გამოიყენა დატაცენტრის მაგალითი, რომელიც 2005 წელს 184 ერთ ბირთვიანი Xeon პროცესორით აწერყო, ახლა კი შეცვლას საჭიროებდა. იგი შეიძლება უმტკივნეულოდ შეიცვალოს 184 5500 სერიის Xeon პროცესორით და შედეგად მივიღებთ 9-ჯერ (!) გაზრდილ წარმადობასა და წლიური ელ. ენერგიის მოხმარების ხარჯების 18%-იან შემცირებას. ალტერნატივის სახით, ძველი დატაცენტრი შეიძლება შეიცვალოს 21 5500 სერიის Xeon პროცესორით. ამ შემთხვევაში, წარმადობა იგივე დარჩება, სამაგიეროდ, ელ. ენერგიის მოხმარების ხარჯები შემცირდება 90%-ით (!). დამეთანხმებით, შთამბეჭდავი შედეგია 4-წლიანი პროგრესისთვის.
8 ბირთვიანი Nehalem-EX Xeon პროცესორების წარდგენას Intel-ი წელს, შემოდგომის IDF-ზე გეგმავს. რაც შეეხება ახალ, Westmere ბირთვზე აგებულ Xeon პროცესორებს, ისინი ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდებიან. თუ გაინტერესებთ ინფორმაცია ახალი პროცესორების წარმადობის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ AnandTech-ის ტესტირება.
ესეც ახალი პროცესორების ტექნიკური მახასიათებლები და ცხრილი:
Intel Xeon 5500 Series
|
პროცესორის მოდელი
|
სიხშირე
|
L3 კეში
|
ბირთვები
|
TDP
|
QPI-ს სიჩქარე
|
DDR3 სიხშირე
|
ფასი
|
W5580
|
3.20 GHz
|
8MB
|
4
|
130W
|
6.4 GT/s
|
1333, 1066, 800
|
$1,600
|
X5570
|
2.93 GHz
|
8MB
|
4
|
95W
|
6.4 GT/s
|
1333, 1066, 800
|
$1,386
|
X5560
|
2.80 GHz
|
8MB
|
4
|
95W
|
6.4 GT/s
|
1333, 1066, 800
|
$1,172
|
X5550
|
2.66 GHz
|
8MB
|
4
|
95W
|
6.4 GT/s
|
1333, 1066, 800
|
$958
|
E5540
|
2.53 GHz
|
8MB
|
4
|
80W
|
5.86 GT/s
|
1066, 800
|
$744
|
E5530
|
2.40 GHz
|
8MB
|
4
|
80W
|
5.86 GT/s
|
1066, 800
|
$530
|
L5520
|
2.26 GHz
|
8MB
|
4
|
60W
|
5.86 GT/s
|
1066, 800
|
$530
|
E5520
|
2.26 GHz
|
8MB
|
4
|
80W
|
5.86 GT/s
|
1066, 800
|
$373
|
L5506
|
2.13 GHz
|
4MB
|
4
|
60W
|
4.8 GT/s
|
800
|
$423
|
E5506
|
2.13 GHz
|
4MB
|
4
|
80W
|
4.8 GT/s
|
800
|
$266
|
E5504
|
2.00 GHz
|
4MB
|
4
|
80W
|
4.8 GT/s
|
800
|
$224
|
E5502
|
1.86 GHz
|
4MB
|
2
|
80W
|
4.8 GT/s
|
800
|
$188
|
ბეჭდვითი ვერსია | 07-04-2009, 19:49:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|