Microsoft-ის ახალი რეკლამა: Apple-ის მომხმარებლები ფულს ბრენდში იხდიან და არა პროდუქტში
როგორც უკვე იცით, Microsoft-მა Apple-ის წინააღმდეგ საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო. პირველ რეკლამაში აქცენტი PC-ს სიიაფესა და ხელმისაწვდომობაზე კეთდებოდა და მისი მთავარი ლოზუნგი იყო: "გამარჯობა Mac, მე PC ვარ და შენზე იაფი ვღივარ!"
დღეს უკვე მეორე რეკლამა გამოვიდა და კვლავ გრძელდება შეტევა Apple-ზე. ახალ რეკლამაში ახალგაზრდა ინჟინერ ჯიამპაოლოს (Giampaolo) სურს შეიძინოს ლეპტოპი 1500 მარადმწვანედ. ჯიამპაოლო მიდის სხვადასხვა მაღაზიებში, მათ შორის Apple-ის მაღაზიაშიც.

ჯიამპაოლო
მიუხედავად იმისა, რომ ჯიამპაოლოს ძალიან მოეწონა Apple MacBook Air-ის გარეგნობა, რომელსაც მან "რა სექსუალურია!" უწოდა, აღმოაჩინა, რომ იგი სუსტ აპარატურაზე იყო აწყობილი. ამის მაგივრად, ჯიამპაოლომ 1099$-ად HP HDX 16 შეიძინა, Intel 2.4GHz Core 2 Duo, NVIDIA GeForce 9600M GT ვიდეო დაფით, 4GB ოპ. მეხსიერებითა და 500GB-იანი მყარი დისკით. იმავე დონის ნაწილების მქონე ეპლის კომპიუტერი 15"-იანი მონიტორით 2499$ დაუჯდებოდა ჩვენს ახალგაზრდა ინჟინერს.

ჯიამპაოლო და "so sexy" MacBook-ი
მას შემდეგ, რაც დამატებითი გადასახადის გადახდის შემდეგ 300$ დარჩა, ჯიამპაოლომ განაცხადა: "Mac-ი ჩემთვის ესთეტიკა უფროა, ვიდრე კომპიუტერული გამოთვლითი სიმძლავრე. მე ფულს არა ბრენდში, არამედ კომპიუტერში ვიხდი."
როგორც ხედავთ, Microsoft-ი კონკურენტს უფრო აგრესიულად უტევს, რაც Apple-ის საქციელმა გამოიწვია, როცა Windows-ს "ვირუსებით გაბერილი", არასტაბილური და უვარგისი ოპ. სისტემა უწოდა :-)
Microsoft-ის ახალი რეკლამა შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე.
ბეჭდვითი ვერსია | 10-04-2009, 09:35:00 | Power_VANO
|
აუ სად ეს და სად Get a Mac რეკლამა... აშკარად რო "ვაშლის" რეკლამები უფრო მაგარია...