ვირუსი მაკებისგან ბოტნეტს ქმნის
ეპლის ფან მომხმარებლებს ("ეპლისტებს", შემოკლებით) Mac OS-ის დასაცავად ყოველთვის მოჰყავთ ხოლმე ერთი არგუმენტი - ვირუსების არარსებობა, რაც იძლევა ფუფუნებას იმისა, რომ არ იქონიონ ანტივირუსები და არ აჭამონ მათ სისტემური რესურსები. ეს მართალია, მაგრამ გამოწვეულია არა იმით, რომ Mac OS ზებუნებრივი სისტემაა და ვირუსები არ ეყრება, არამედ იმ ფაქტით, რომ ამ სისტემის წილი ბაზარზე მცირეა და ბოროტმოქმედებსაც ნაკლებად აინტერესებთ მისთვის ვირუსების წერა. თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და Mac OS-ის წილის ზრდასთან ერთად იზრდება დაინტერესება "არც ისე კარგი ხალხის" მხრიდან.
და, აი, დადგა მომენტი - Mac OS-ს ვირუსმა "დაარტყა". შეტევა საფუძვლიანად იყო მომზადებული და ნელა განხორციელდა. ყველაფერი ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, როცა რომელიღაც მოხერხებულმა ჰაკერმა iWork '09-ს პირატულ ვერსიაში დამატებითი პაკეტი-ტროიანი, სახელად iWorkServices შეაცურა და ტორენტებზე დადო. iWork საკმაოდ პოპულარული პაკეტია, ასე რომ, დღემდე საკმაოდ ბევრი მაკი დაინფიცირდა (ზუსტი რაოდენობა უცნობია).

რაც შეეხება ვირუსს, მისი უკვე ორი ვარიანტი - OSX.Iservice და OSX.Iservice.B იქნა აღმოჩენილი, ორივე განკუთვნილია მომხმარებლის პაროლის სხვადასხვა გზით გამოსაცნობად და კომპის მართვის ხელში ჩასაგდებად. ასევე, ვირუსი ადმინის უფლებებით უშვებს დამატებით php სკრიპტს, რომელიც ჯერჯერობით დაუდგენელი მისამართით DDoS შეტევას ახორციელებს.
სიმანტეკის ექსპერტების განცხადებით, ვირუსის კოდი მიუთითებს იმაზე, რომ მის ავტორს, სადაც ეს შესაძლებელი იყო, გამოყენებული აქვს მოქნილი და მოდულარული მიდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ვირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება ვიხილოთ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს "მაკური" ბოტნეტის შექმნის პირველი მცდელობაა
ასე რომ, Mac OS აღარ გახლავთ უსაფრთხო სისტემა, ნელ-ნელა მის მომხმარებლებსაც მოუწევთ ფიქრი ანტივირუსების შეძენაზე, Apple-ში კი ახალი თავსატკივარი გაუჩნდებათ - სისტემის დაცვა ყოველდღიური შეტევებისგან.
ბმულების ნაკრები:
Mac botnet being used in DDOS attacks @ ZDNet Blogs
iBotnet: Researchers find signs of zombie Macs @ ZDNet Blogs
Hit by an OS X exploit @ notahat.com
ბეჭდვითი ვერსია | 24-04-2009, 01:19:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
აი, ეხლა მესმის მაკისტების, რომლებსაც ასე ძალიან არ უყვართ PC...