Windows XP Mode Beta უკვე მისაწვდომია
როგორც უკვე იცით, MS ამზადებს ახალ ტექნოლოგიას, სახელად XP Mode, რომელიც საშუალებას გვაძლევს, Windows XP-სთან თავსებადი პროგრამები Windows 7-ში გავუშვათ ყველანაირი ვირტუალური შუამავლების გარეშე. Windows 7 RC-ს გამოსვლასთან ერთად ეს ტექნოლოგია (თუმცა ჯერჯერობით ბეტა ვერსიაში მყოფი) მისაწვდომია ყველასთვის, რაღა თქმა უნდა, უფასოდ.
ინსტალაცია ძალიან მარტივია, უნდა შეხვიდეთ აქ, მიუთითოთ თქვენი სისტემის ბიტურობა (თუ არ იცით, რომელიც, აირჩიეთ 32 Bit) და ენა (არცოდნის შემთხვევაში English), შემდეგ კი ჩამოტვირთოთ ორი საჭირო ფაილი - Virtual PC Beta, ანუ პლატფორმა, რომელიც ამ მაგიური ვირტუალიზების საშუალებას იძლევა და Virtual Windows XP, გამზადებული იმიჯი Virtual PC-სათვის. გასათვალიწინებელია, რომ ინსტალაციისთვის სისტემურ დისკზე მინიმუმ თავისუფალი 4 გბ დაგჭირდებათ, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ტყუილად ნუ ჩამოტვირთავთ ზემოთ მოცემულ პაკეტებს.
ინსტალაცია ძალიან მარტივია და დეტალებში გადმოცემა არ ღირს, თვითონაც გაართმევთ თავს. დროც არ დაგჭირდებათ ბევრი, დაახლოებით 5 წუთი Virtual PC-ს დასაყენებლად და სისტემის გადასატვირთად, 5 წუთი იმიჯის გაშლისთვის და 10 წუთი Virtual Windows XP-ს პირველი ჩართვისას დასაკონფიგებლად, პროცესში თქვენი ჩარევა თითქმის არ მოითხოვება.

გამოყენება ხდება შემდეგნაირად - სასურველ ძველ პროგრამას ჯერ აინსტალირებთ Virtual Windows XP-ში (ამ დროს აუცილებლად მოგიწევთ ვირტუალური მანქანის ჩართვა), რის შემდეგაც ამ პროგრამის შორტკატი ჩნდება Start > All Programs > Windows Virtual PC > Virtual Windows XP Applications მისამართზე და მისი გაშვება უკვე ვირტუალური მანქანის ჩაურთავადაც შეიძლება აღსანიშნავია, რომ ერთდროულად ერთ ძველ პროგრამაზე მეტს ჯერჯერობით ვერ გაუშვებთ.
ნამდვილი სისტემის HDD მისაწვდომია ვირტუალური XP-ს My Computer-ში, ასევე შესაძლებელია ფლეშკების მიერთება ვირტუალურ სისტემაზე (ვირტუალური მანქანის მენიუდან "USB"), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფლეშკა ერთდოულად ორივე სისტემაზე ვერ იმუშავებს, ვირტუალურ სისტემაზე მიერთებული ფლეშკა ავტომატურად გამოერთდება ნამდვილი სისტემიდან.
ბეჭდვითი ვერსია | 07-05-2009, 18:40:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ჩავწერე და რომ ვრთავ ასე მიწერს ვერ დამეხმარებით, ვერ მეტყვით რაშია პრობლემაა? ჩინეთის მაიკოსაფტიდან გადმოწერილი ვინდოუს 7 მაქვს 7600.
cannot start Windows virtual PC host process. chek the System event log for more details --------
-----Windows virtual PC requires hardware-assisted virtualization. there is no hardware-assisted virtualization support in the system.-----