Intel Moblin 2.0 ოპ. სისტემა ნეტბუქებისთვის უკვე ხელმისაწვდომია!
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, ალბათ, Windows 7-ია და ყურადღების ცენტრშიც სწორედ ისაა, საკიმაო ინტერესს იმსახურებს Intel-ის პირმშოც. დიახ, დიახ, არ გეშლებათ, პროცესორების უდიდესმა მწარმოებელემა ოპერაციული სისტემა გამოუშვა. Intel-ის Moblin 2.0 Beta ოპ. სისტემა ლინუქსზეა ბაზირებული და განკუთვნილია სპეციალურად ნეტბუქებისთვის. სისტემა საკმაოდ მსუბუქია, მორგებული ნეტბუქების წარმადობაზე და ამასთანავე საკმაოდ ფუნქციონალურიც.

Intel Moblin 2.0-ის ინტერფეისი. მარტივი, სადა, ძალიან ლამაზი და ფუნქციონალური
Moblin 2.0-ის ტექნიკურ მოთხოვნებში შედის მხოლოდ Intel-ის გრაფიკულ ადაპტერზე ბაზირებული ლეპტოპის ქონა. თუმცა, წესით მისი ჩაწერა დესკტოპ კომპიუტერზეც არ უნდა იყოს პრობლემა, დრაივერის გადმოწერა შესაძლებელი იქნება დესკტოპ გრაფიკული ადაპტერისთვის. ერთი შეხედვით Moblin-ი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც საპრეზენტაციო ვიდეო კლიპშია ნაჩვენები, Moblin 2.0-ს მრავალი ტიპის ქსელების მხარდაჭერა აქვს დამატებული და უზრუნველყოფს თქვენი ნეტტოპის სრულ ინტეგრაციას ქსელებში.
საპრეზენტაციო ვიდეოსა და გადმოსაწერი ლინკების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.
გთავაზობთ Intel Moblin 2.0-ის საპრეზენტაციო ვიდეო კლიპს:
Moblin-ის ოფიციალური ვებ-საიტი
Moblin-ის ღია Beta ტესტირებისადმი მიძღვნილი ნიუსი (აუცილებლად წაიკითხეთ, წინ საჭირო ლინკები და ინსტრუქციები გელით)
Moblin-ის გადმოწერების გვერდი
ლინკი CompInfo-ს ფორუმზე, Moblin 2.0-ის განხილვა/ტესტირების თემაზე
წარმატებულ ტესტირებას გისურვებთ. გთხოვთ, თქვენი შედეგები და აზრები დააფიქსიროთ ფორუმზე, შესაბამის თემაში.
ბეჭდვითი ვერსია | 26-05-2009, 11:52:00 | Power_VANO
|
VSC-ის ლაბორატ კომპზე ჩვენც გავტესტავთ. და ვნახავთ სად როგორი პრობლემები აქვს ამ სისტემას მემგონი უკვე ვუპოვე ამ ვიდეოდან ერთი უარყოფითი მასზე მგონი ცნობილი მესინჯერები და პროგრამები არ კენდება