Microsoft Windows Vista SP2, Server 2008 SP2 როგორც იქნა, ხელმისაწვდომია!
Microsoft Windows Vista-მ ოფიციალურად შეაბიჯა თავის SP2-ის ხანაში. წინა თვეებში იტესტებოდა Service Pack 2-ის ბეტა და Release Candidate ვერსიები, შემდეგ მივიღეთ RTM და ფინალური ვერსიებიც. SP2-ში საკმაოდ ბევრი ბაგია გასწორებული. ასევე ინტეგრირებული ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის აღსანიშნავია Bluetooth v2.1-სა და Blu-ray დისკების ჩაწერის შესაძლებლობა.

Vista-სთან ერთად გამოვიდა Server 2008 SP2-იც. ორივე ინსტალერი გაერთიანებულია და მომხმარებლების მათი ჩამოტვირთვა შეუძლიათ Microsoft-ის საიტიდან:
32 ბიტიანი ვერსია და 64 ბიტიანი ვერსია.

თუმცა, ზოგიერთი მომხმარებელი, რომელიც Vista-ს საინსტალაციო პაკეტის რედაქტირებისთვის პროგრამა vLite-ს იყენებდა, შესაძლოა, გარკვეულ პრობლემებს წააწყდეს. კერძოდ, vLite-ს შესაძლოა ამოცლილი ჰქონდეს თქვენი სისტემიდან SP2-ის ინსტალაციისთვის საჭირო კომპონენტები. პრობლემის გადაჭრისთვის, Microsoft-მა საიტზე შესაბამისი ინსტრუქციაც დადო.
რაც შეეხება განახლებების Windows Update-ში გამოჩენის თარიღს, ეს დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება. მანამდე კი შეგიძლიათ გადმოქაჩოთ ახალი პაკეტი და თქვენს ოპ. სისტემას ახალი სული შთაბეროთ.
ბეჭდვითი ვერსია | 30-05-2009, 19:11:00 | Power_VANO
|
მე როგორც მახსოვს XP sp3 რომ გამოვიდა მაგ პაკის დაინსტალირებას რაღაც პრობლემები მოჰყვებოდა და ალბათ ამასთანაც არ იქნება ყველაფერი სუფთად ალბათ აჯობებს ახალი სისტემა დააყენოთ და არა განაახლოთ