Postbox
ხანდახან საჭიროა ელ. ფოსტის ერთზე მეტი მისამართის ქონა (ვთქვათ, პირადი და სამსახურის ელ. ფოსტა) და რაც უფრო იმატებს ასეთი მისამართების რაოდენობა, მით უფრო ძნელი ხდება მათი შემოწმება ახალ წერილებზე, ყოველ ჯერზე ყველა მისამართის ცალ-ცალკე გახსნა მომაბეზრებელი და დამღლელი პროცესია.ამიტომ კაცობრიობამ შექმნა ელ. ფოსტის კლიენტების მთელი არმია, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ნაცნობ დესკტოპურ ინტერფეისში მოვუყაროთ თავი ყველა მისამართს, ავტომატურად მივიღოთ და ვაგზავნოთ წერილები ნებისმიერი მათგანიდან, დავახარისხოთ ისინი სხვადასხვა წესის მიხედვით, ვაინტეგროთ ისინი ორგანაიზერთან და კალენდართან და ა.შ. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - რომელია მათგან საუკეთესო?
ჩვენ შევეცადეთ მეილ კლიენტებს შორის ამოგვერჩია ერთი, რომელსაც ექნებოდა ყველა საჭირო შესაძლებლობა და (ზედ)მეტი არაფერი, იქნებოდა მსუბუქი, სტაბილური, სასიამოვნო მოსახმარი და რაც მთავარია, უფასო. ამ ნიშნით შეირჩა PostBox.

PostBox გახლავთ ელ. ფოსტის კლიენტი, რომელსაც გააჩნია სასიამოვნო ინტერფეისი ტაბების მხარდაჭერით, ავტომატური კონფიგურაცია გავრცელებული ელ. ფოსტის სერვისებისთვის (Gmail, Yahoo Plus, AOL, HotMail), წერილების საუბრებად დალაგების ფუნქცია (როგორც Gmail-ს), შეუძლია წერილებიდან სურათების, მიმაგრებული ფაილების, კონტაქტების (ანუ ელ. ფოსტის მისამართების) და ადგილების დასახელებების ამოკრეფა და მათი ცალკე, „დამკვირვებლის პანელზე“ ჩვენება, ძალიან სწრაფად ძებნა წერილებსა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებში, გააჩნია არქივირების შესაძლებლობები და წერილების ტეგებით დახარისხების ფუნქცია.

PostBox-ს ასევე აქვს ორი უნიკალური შესაძლებლობა - პირველი, ის უფლებას გაძლევთ ნებისმიერი წერილის რედაქტირებისა და მეორე, წერილის წერისას თქვენს განკარგულებაშია დამხმარე პანელი, რომლიდანაც შეგიძლიათ Postbox-ში შენახულ წერილებში არსებული ნებისმიერი სურათი, კონტაქტი, მიმაგრებული ფაილი, ბმული თუ ადგილის მისამართი ჩასვათ, ძალიან მოსახერხებელია.
Postbox-ს ასევე შეუძლია RSS სიახლეების კითხვა, მოკლედ უნივერსალური პროგრამაა ონლაინ კომუნიკაციისთვის, ერთი IM-ის მხარდაჭერა არ აქვს :-)
PostBox-ის ბოლო, 1.0 ვერსიის მე-12 ბეტას ჩამოტვირთვა შეიძლება ამ მისამართიდან (მისაწვდომია მაკ ვერსიაც), მის შესაძლებლობებთან დაწვრილებით გაცნობა კი აქ შეგიძლიათ.
ბეჭდვითი ვერსია | 07-06-2009, 21:23:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
კარგია ნამდვილად, თან ძალიან. Windows Live Mail-ს ვიყენებდი აქამდე, მაგრამ ჯიმეილის ინტერფეისთან გამომშვიდობებას არაფრის გამო არ ვაპირებ. საკუთარ ოთახზე მიყვარს ჩემი ჯი-ექაუნთი. :-) WLM გადავაგდე უკვე, ძალიან მოუხერხებელი რამე ყოფილა, ამასთან შედარებით.
Firefox-ზეა ხომ ბაზირებული? განვითარებული პროგრამაა აშკარად.
დიდი მადლობა. :-)