TeraCopy
ერთ-ერთი საკვანძო განახლება Windows Vista-სა და Windows 7-ში ფაილური ოპერაციების (წაშლა, კოპირება და ა.შ.) ასწრაფება გახლდათ, მაგრამ ისევ არსადაა ფილების კოპირების პროცესის დაპაუზების ან გაწყვეტილი კოპირების გაგრძელების ფუნქცია. TeraCopy გახლავთ პატარ პროგრამა, რომელიც ზუსტად ამ ხარვეზს ავსებს - ჩაწერის შემდეგ ის ანაცვლებს სისტემას მოყოლილ შესაბამის უტილიტას და ფაილების კოპირების ფუნქციას თავის თავზე იღებს.

როგორც სკრინიდან ჩანს, TeraCopy-ს შეუძლია ერთდროულად მრავალი ფაილის გადაწერა, მათი სიის ჩვენება და სიიდან კონკრეტული ფაილების ამოგდება (skip), მეორე სკრინზე ჩანს გაწყვეტილი გადაწერის თავიდან დაწყების შემდეგ გამოსული შეტყობინება, რომელიც გვთავაზობს, წავშალოთ უკვე გადაწერილი ნაწილი და თავიდან გავაკეთოთ კოპირება ან გავაგრძელოთ პროცესი. ამ ფუნქციას დიდი დროის დაზოგვა შეუძლია დიდი ფაილების კოპირებისას: წარმოიდგინეთ, რომ იწერთ 10 გბ მოცულობის ფაილს და 90%-ზე შუქი წავიდა :-) არა, გინება საჭირო არაა, შუქის მოსვლის შემდეგ Teracopy უბრალოდ გააგრძელებს გადაწერის პროცესს.

გამომდინარე ამოცანის სიმარტივიდან, TeraCopy სულ რაღაც 732 კბ-ს იწონის, ინსტალირების შემდეგ ის ავტომატურად ჩაანაცვლებს სისტემიას მოყოლილ კოპირების უტილიტას, თუმცა მისი აღდგენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: Menu > Options > მოხსენით მონიშვნა პარამეტრს Use TeraCopy as default copy handler (აქიდანვე შეგიძლიათ აკონტროლოთ Total Commander-ის ინტერფეისში TeraCopy-ს ღილაკების ინტეგრირება).
პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან (მიმდინარე ვერსიაა 1.22), ოფიციალური გვერდის მონახულება კი აქ შეიძლება.
ბეჭდვითი ვერსია | 13-06-2009, 14:01:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
კაი სიახლეა უკვე გამოვიყენე ნაკლები დრო და ნერვებია საჭირო.