Sony Ericsson Aino
Sony Ericsson-მა უამრავ სხვა შესაძლებლობასთან ერთად PlayStation 3-თან კავშირიც შეითავსა. კომპანიამ წარმოადგინა ახალი მოდელი - Aino, რომელსაც PlayStation 3-ის კონტენტის მართვა შეუძლია, ფუნქცია Remote Play-ს საშუალებით (Remote Play თავდაპირველად PSP-სთვის შეიქმნა).

Sony Ericsson-მა აღნიშნა, რომ Media Home, Remote Play და PlayStation 3, ესენია გასაღები კომპანიის მომავალი წარმატებისა და გაფართოებისკენ. Sony Ericsson Aino აღჭურვილია 3 დუიმიანი თაჩსკრინით და 8.1 მეგაპიქსელიანი ფოტოაპარატით.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

Aino-ს კომპლექტაციაში მოყვება სადგამი EC100, გარნიტურა MH100 და 8 გბ მოცულობის მქონე მეხსიერების ბარათი. ახალი აპარატის გაყიდვა შემოდგომიდან დაიწყება, ორ შეფერილობაში, რომელთა ოფიციალური სახელებია Obsidian Black და Luminous White.

Sony Ericsson Aino-ს ტექნიკური მახასიათებლები:
GSM/GPRS/EDGE (850/900/1800/1900 მჰც), WCDMA/HSDPA (850/1900/2100 მჰც);
3-დუიმიანი თაჩსკრინი, 432 х 240 წერტილი;
8,1-მპ კამერა, განათება, თაჩ-ფოკუსი, სახის ამომცნობი, ღიმილის დამჭერი, გეო-ტეგინგი;
55 მბ შიდა მეხსიერება, microSD;
Wi-Fi;
Bluetooth A2DP-ით;
FM-რადიო RDS-ით;
A-GPS;
მუშაობის ხანგრძლივობა საუბრისას: 13 საათამდე ;
მუშაობის ხანგრძლივობა ლოდინის რეჟიმში: 380 საათამდე;
მუშაობის ხანგრძლივობა მუსიკის დაკვრისას: 31 საათამდე;
ზომები: 104 x 50 x 15,5 მმ;
წონა: 134 გრამი.

ბეჭდვითი ვერსია | 15-06-2009, 23:15:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
შეფასება: |
4 |
შეფასება: |
1.8 |
|
|
ტელეფონის პონტში Sony Ericsson ია რა....
პირადა ჩემი აზრია, NOKI N97 დგეისტვის საუკეთესოა