მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ProService საჩუქარს უკეთებს ახალგაზრდებს
ProService საჩუქარს უკეთებს ახალგაზრდებს

ProService ერთ-ერთი ძველი და მსხვილი მოთამაშეა ქართულ ვებ-მომსახურების ბაზარზე. მის პორტფოლიოში საკმაოდ სერიოზული პროექტები შედის და თუმცა ვერაფერს ვიტყვით მის ჰოსტინგზე, დღეს ეს ჰოსტინგი ერთ-ერთ უპირატესად ითვლება ქართულ პირობებში. ინოვაციაც (თუ ინოვაციის სურვილი) ზუსტად ასეთი კომპანებისგან მოდის ხოლმე, რადგანაც მათ შესაბამისი მომზადების კადრებიც ჰყავთ და სახსრებიც გააჩნიათ.



მოკლედ, პროსერვისმა გადაწყვიტა, დახმარებოდა ახალგაზრდებს და წაეხალისებინებინა ახალგაზრდული ვებ-პროექტები. ცოტა ხნის წინ მან გაუშვა ახალი სერვისის, ახალგაზრდული ჰოსტინგის საჩვენებელი გვერდი (ამ მომენტისთვის გვერდი მხოლოდ ბუტაფორიაა), რომელზეც მოცემულია ჰოსტინგის სქემები საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით. საჩვენებელი გვერდი გაშვებულია საიტზე nixonic.net.

nixonic

რაც მთავარია, საიტი გვაცნობებს, რომ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ჰოსტინგი სამი თვის განმავლობაში უფასო იქნება (სტუდბილებთის ან მოსწავლის ბარათის წარმოდგენა აუცილებელია). ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა და იმედია, nixonic დამატებით ბონუსებსა და შეღავათებსაც შესთავაზებს წარმატებულ პროექტებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საიტი წმინდა საჩვენებელი ხასიათისაა, როდის გაეშვება თვითონ სერვისი, ეს პროსერვისის მეტმა არავინ იცის როგორც ჩვენს ფორუმზე გაირკვა, სერვისი უკვე გაშვებულია და მისი შეძენა შეგიძლიათ სურათზე მითითებულ ნომრებზე დარეკვით. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ.

ამასობაში შეგიძლიათ განიხილოთ ეს შემოთავაზება ჩვენს ფორუმზე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-06-2009, 14:42:00 | domen
   
ბმულები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.