O.M.G.I.G.P - Oh My God I'm Gonna Puke
რეკლამები, რეკლამები, რეკლამები... ჩვენ კომპ. გიგანტი კომპანიების საინტერესო რეკლამებს ადრეც გთავაზობდით. ალბათ, ადვილი შესამჩნევია როგორ ერწყმის იუმორი და ზოგადად, მაღალი ხარისხი ასეთ რეკლამებში. დღეს კიდევ ერთ საინტერესო რეკლამას წარმოგიდგენთ, რომელიც ჩვენს ("ჩვენს" თუ არა, მინიმუმ "ჩემს" მაინც :)) საყვარელ ბროუზერს, Internet Explorer 8-ს ეხება.

კერძოდ, რეკლამა განკუთვნილია IE 8-ის ახალი ფუნქციის, Inprivate Browsing-ის რეკლამირებისთვის. სცენარში ქალი იღებს ქმრის ლეპტოპს და როგორც ჩანს, ისტორიაში ნახულობს ერთ-ერთ საიტს. საწყალი ქალი საიტზე იმდენად საზარელ რამეს ნახულობს, რომ გული ერევა. ამ დროს ბრუნდება ქმარი, ფეხი უსხლტება (რატომ და რაზეც, მიხვდებით ალბათ) და ძირს ეცემა. შემდეგ რეკლამაში ჩნდება დინ კაინი (Dean Cain), რომელიც საუბრობს IE 8-ის ახალ შესაძლებლობაზე, "პირადულ ბროუზინგზე," რომელიც კვალს არ ტოვებს არსად. საუბრის პარალელურად, ცოლი ორჯერ იმეორებს იმ პროცესს, რის გამოც ქმარს ფეხი აუსხლტა. ამჯერად, სამიზნე არა იატაკი, არამედ საცოდავი ქმარია :)
მოკლედ, საკმაოდ საინტერესო და იუმორით გაჟღენთილი რეკლამაა, თუ მისი ნახვა ნამდვილად გსურთ, დააჭირეთ სრულად-ს.
ესეც რეკლამა:
ბეჭდვითი ვერსია | 02-07-2009, 15:22:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ეგაა დომენ, კი, ეგ კაცია :)
აჰათ, ესეც ნახეთ: http://browserforthebetter.com
მე გადმოვწერე IE, თქვენ? :P
+ მაგ საიტზეცაა 3 სარეკლამო ვიდეო :)