Google Translate უკვე დოკუმენტებსაც თარგმნის
Google-მა თავის სერვისს Google Translate, რომელსაც შეუძლია ტექსტის ან ვებ-გვერდის 42 სხვადასხვა ენაზე თარგმნა, "ჩუმად" დაამატა დოკუმენტების თარგმნის ფუნქციაც. როგორც ახლაა ცნობილი, Google Translate უმკლავდება txt, doc, html, xls, pdf და odf ფაილებს, თუმცა ამ ფაილების სია თავისუფლად შეიძლება გაიზარდოს, როცა Google ოფიცალურად გამოაცხადებს ამ ცვლილების შესახებ.

ნათარგმნი ტექსტი ჯერჯერობით მხოლოდ html ფორმატითაა მისაწვდომი (ზუსტად ისე, როგორ ძიების შედეგებში დოკუმენტის html preview), თუმცა შესაძლებელია, ძალიან მალე ნათარგმნი დოკუმენტის Google Docs-ში იმპორტირების ფუნქციაც ვიხილოთ.
მოკლედ, ძალიან სასიამოვნო ფუნქციაა, ამიერიდან შეგიძლიათ ძვირადღირებული (თუ ძნელად გასატეხი?) სათარგმნი პროგრამები არ გამოიყენოთ და ყველაფერი Google-ს ათარგმნინოთ. თუმცა, მეორე საკითხია პირადულობა, გენდომებოდათ კი Google-ისთვის თქვენი დოკუმენტები მიგეცათ თუნდაც სათარგმნად, იქნებ ის მათ თარგმნის შემდეგ არ შლის?
ბეჭდვითი ვერსია | 11-07-2009, 16:17:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
შეფასება: |
2 |
შეფასება: |
1.5 |
|
|
ეჭვი მეპარება რომ სერიოზული დოკუმენტები გუგლით გადათარგმნოს ვინმემ. ჩემი პირადი მიმოწერა გუგლს ნეტა რაში დააინტერესებს? ხოდა თუ დიპლომატების მოლაპარაკებაა ან რამე სერიოზული ურთიერთობა მაღალ დონეზე მაშინ როგორმე გუგლის გარეშე გადათარგმნიან