Microsoft Windows 8 2012 წელს?
Windows 7 პრაქტიკულად უკვე მზადაა, უკვე არსებობს ოფიციალური RTM ვერსიები, რომლებითაც დაკომპლექტდება პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები და რომლებიც ფართო გაყიდვაში გაეშვება ოქტომბრიდან. იმის გამო, რომ Windows 7-ზე მომუშავე ჯგუფი საკმაოდ ენერგიულად მუშაობდა, ცოტა რთულია, ვივარაუდოთ, როდისთვის გამოვა Windows 8, ჩვენი საყვარელი ფანჯრების შემდეგი ინკარნაცია.

როგორც UX Evangelist ბლოგი იტყობინება, Windows 8 2012 წელს იხილავს მზის სინათლეს. სურათი, რომელსაც ზემოთ ხედავთ, ბლოგის მტკიცებით Microsoft-ის იტალიური წარმომადგენლობიდანაა გაპარული.
მიუხედავად იმისა, რომ როუდმეპის სურათი შესაძლოა, უბრალოდ ფოტოშოპის შედეგი იყოს, ვიცით, რომ Windows-ის შემდეგ ვერსიაზე Microsoft-ში უკვე მუშაობენ. Windows 7-ის გამოშვების ტემპებიდან გამომდინარე კი 2012 წელი ალბათ საბოლოო ვადა იქნება. თუმცა, ამ ვადის ოდნავ გადაწევაც შესაძლებელი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, Windows 7-მა იმედები გაამართლა და საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება.
ბეჭდვითი ვერსია | 10-08-2009, 22:42:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|