ზაფხულის შესვენება და ახალი სეზონი
მოგეხსენებათ, კომპინფოს ადმინისტრაცია რობოტებისგან არ შედგება და ჩვენც, როგორც ყველას, გვჭირდება დასვენება. ზუსტად ამიტომ კომპინფო (ზაფხულის) ორი თვით შვებულებაში იყო გასული. დასრულდა დასვენება და ჩვენც ვიწყებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, დღეიდან შემოგთავაზებთ ყოველდღიურ საინტერესო სიახლეებს კომპიუტერული და ტექნოლოგიური სამყაროდან, CompinfoPack–ს, კომპინფოს საუკეთესო კონფიგურაციას, სტატიებს, მიმოხილვებს, გალერეებს ...

იგეგმება რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება, რომლებზეც ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ იმედია მალე ყველას ერთად მოგვეცემა საშუალება, ვისარგებლოთ მათით.
მოკლედ, ჩვენ დავბრუნდით და განვაგრძობთ მუშაობას სრული დატვირთვით. დარჩით ჩვენთან!
ბეჭდვითი ვერსია | 25-09-2009, 15:44:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|