NVIDIA vs Intel: ამჯერად კარიკატურებით
კვირის დასაწყისში NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენ-სუნ ჰუანგმა, რომელიც საკმაოდ არაორდინალური გამოსვლებითაა ცნობილი, განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ დაწყებული ანტიმონოპოლიური გამოძიება Intel-ის წინააღმდეგ მთლიანად შეცვლიდა კომპიუტერულ ინდუსტრიას.
"წარმოვიდგენ, ერთ დღეს, როცა Intel-ი ვეღარ შეძლებს გადაეღობოს მომხმარებლებს და ხელი შეუშალოს მათ, ისიამოვნონ ჩვენი პროდუქციით... და გამოცადონ კომპ. ტექნოლოგიები ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ მათ." - განაცხადა ჰუანგმა თავის გამოსვლაში.
ამასთან ერთად, NVIDIA-მ ლურჯ გიგანტთან ბრძოლისთვის ახალი ფრონტი გახსნა. NVIDIA-ს დიზაინერები გულმოდგინედ მუშაობენ კარიკატურებზე, სადაც Intel-ია გაშარჟებული.

დანარჩენი კარიკატურების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



ბეჭდვითი ვერსია | 20-12-2009, 15:33:00 | Power_VANO
|