NVIDIA Fermi: როდის და რამდენი?
როგორც ამერიკული ტესტ-ლაბორატორია, Tom's Hardware US აცხადებს, მისმა ჟურნალისტებმა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს NVIDIA-ს ახალი ვიდეო დაფების შესახებ, Fermi ოჯახიდან. THG-ს ინფორმაციით, Fermi მასიურ წარმოებაში ჩაეშვება თებერვლის მე-3 კვირაში, ხოლო ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოჩნდება მარტის შუა რიცხვებიდან. ინფორმაციის წყარო NVIDIA-ს ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიაა. ზუსტი ვინაობა, ცხადია, ცნობილი არაა.

აქვე, აღნიშნული წყაროს მიხედვით, გავრცელდა მეტნაკლებად საეჭვო ინფორმაცია, რომ TSMC-ს ქარხნებში AMD-ს ჩიპების დამზადებისას ტექნიკური წუნი 96%-ს (!) შეადგენს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ყოველი 100 დამზადებული ჩიპიდან მხოლოდ ოთხია მუშა. როგორც ხედავთ, ინფორმაცია აშკარად საეჭვოა.
შეგახსენებთ, რომ Fermi პირველი ვიდეო დაფა იქნება NVIDIA-სთვის DirectX 11-ის მხარდაჭერით.
ბეჭდვითი ვერსია | 12-01-2010, 21:36:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|