Outpost 6.7 უფასოდ
განსაკუთრებული შემოთავაზება, კომპინფოს სტუმრებისთვის. მიიღეთ Outpost Firewall Pro, რომლის ლიცენზია 1 კომპიუტერისთვის $40-ად იყიდება, უფასოდ! პრომო (სარეკლამო) აქციის ფარგლებში, PC Authority (კომპინფოს კოლეგა გამოცემა, ავსტრალიიდან:-) გვთავაზობს 6 თვის განმავლობაში მოქმედ ლიცენზიის გასაღებს Outpost Firewall Pro 6.7.3 ვერსიისთვის, სრულიად უანგაროდ.

დაინტერესებულები შევძლებთ მივიღოთ ოფიციალური, უფასო, სერიული ნომერი, თუ მივყვებით შემდეგ ინსტრუქციებს:
ყველას, ვინც არ იცით რას წარმოადგენს Outpost Firewall, გირჩევდით წაიკითხოთ >> სრულად
Outpost Firewall Pro მუშაობს Windows Vista, XP, Server 2003, Server 2008 და Windows 7 ოპ. სისტემებში.
- ესტუმრეთ 'Outpost Firewall Pro'-ს პრომო გვერდს მისამართზე:
http://www.agnitum.com/promo/pc-authority/index.php
- შეიყვანეთ ფორმაში პრომო კოდი E9NZR-XY3RW-WK8CS-WKW85-XKNC2, სახელი და მუშა ელ. ფოსტის მისამართი (email), შემდეგ დააწკაპეთ “Send” ღილაკს.
- მომენტალურად გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც იხილავთ თქვენს პირად, უფასო, ლიცენზიის გასაღებს, პროგრამის აქტივაციისთვის. ამოიწერეთ ეს სერიული ნომერი.
- ჩამოტვირთეთ Outpost Firewall Pro 6.7.3:
- დააყენეთ Outpost Firewall Pro და დაარეგისტრირეთ, თქვენს მიერ ამოწერილი ლიცენზიის გასაღების გამოყენებით.
Agnitum Outpost Firewall Pro წარმოადგენს მძლავრ უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფას, რომელიც მზად არის დაიცვას თქვენი კომპიუტერი ხაკერებისგან, პირადი ინფორმაციის გაჟონვისგან, ბოროტმოქმედი, შპიონური პროგრამებისგან და არასანქციონირებული პროგრამების ქმედებებისგან. 'Outpost Firewall Pro'-ს მძლავრი ცეცხლოვანი კიდლის (firewall) კომპონენტი გაძლიერებულია გაფართოებების (plug-ins) არსენალით, რომლებიც გვთავაზობენ: შემოჭრებისგან დაცვის დამატებით შესაძლებლობებს (Intrusion Detection), საიტზე რეკლამების ბლოკირებას და მის შინაარსობრივი ფილტრაციას (Content Filtering), ასევე სხვა მოწინავე შესაძლებლობებს. Firewall მთლიანად მალავს კომპიუტერს ქსელში (Full Stealth Mode), იყენებს აუტენტიფიკაციის ტექნოლოგიას MD5 ჰეშების გამოყენებით და ეფექტურად იცავს თავს ბოროტმოქმედი პროგრამების მხრიდან მეხსიერებაში მისი პროცესების გათიშვის ხრიკებისგან. Outpost Firewall მეთვალყურეობს როგორც შემომავალ, ასევე გამავალ ტრაფიკს, სისტემის სრულფასოვანი დაცვისთვის.
და სხვა ...
- ანტიშპიონური კომპონენტი იცავს კომპიუტერს შპიონური პროგრამებისგან
- პროგრამების პროაქტიული მართვა უზრუნველყოფს ბოროტმოქმედი პროგრამებისგან დაცვის პირველ ხაზს
- ორმხრივი ცეცხლოვანი კედელი მეთვალყურეობს ყველა ტიპის კავშირს და ხელს უშლის როგორც ლოკალური (local), ასევე დაშორებული (remote) ქსელებიდან არასანქციონირებულ წვდომას
- გაფრთხილებთ პოტენციურად ბოროტმოქმედი ან არასასურველი საიტების სტუმრობისას და აუცილებლობის შემთხვევაში ბლოკავს მათთან წვდომას
- ჩაშენებული IP-ების შავი სია (block list) აძლევს მომხმარებლებს საშუალებას შეზღუდონ წვდომა მითითებულ ინტერნეტ დომენებთან
- ინტერნეტ მეგზურის (browser) მართვის გაფართოებული ინსტრუმენტები – რეკლამებისგან თავისუფალი, ანონიმური ინტერნეტისთვის
Outpost Firewall Pro - შესაძლებლობების სია:
ბეჭდვითი ვერსია | 04-03-2010, 01:44:00 | gearge
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
hausa22
აღარ იყიდება, საიტზე იდება ყოველკვირეულად თითო ნომერი და შEგიძლია გადმოწერო