სიახლე Microsoft-ისგან
რამოდენიმე წუთია Windows MultiPoint Server 2010-ის შესახებ სიახლეს წავაწყდი Microsoft-ის საიტზე და შვალები შუბლზე ამივიდა :-) წარმოიდგინეთ, რომ გსურთ კომპიუტერის სასწავლო კაბინეტის მოწყობა, რა დაგჭირდებათ ამისათვის? დაგჭირდებათ ვთქვათ 5 კომპიუტერი თავისი კლავიატურით, თაგვით და მონიტორით მეთანხმებით? ახლა კი ვნახოთ რა შეუძლია Windows MultiPoint Server 2010-ს.

აი თუ რა საოცრებებს გვთავაზობს Windows MultiPoint Server 2010, ამისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
მოკლედ, ვდგამთ 1 კომპიუტერს, ვაერთებთ ზედ 5 მონიტორს, 5 კლავიატურას და 5 თაგვს, შემდეგ ვაინსტალირებთ Windows MultiPoint Server 2010-ს და ვიღებთ 5 აბსოლიტურად დამოუკიდებელ სისტემას, როგორ? ძალიან მარტივად :-) შევქმნით მომხმარებლებს Windows MultiPoint Server 2010-ზე თითოეულს გამოვუყობთ საკუთარ მონიტორს, კლავიატურას და თაგვს და მათ შეეძლებათ ჩვეულებრივად შესვლა და მუშაობა. ამასთან რაც მთავარია თითოეულ მომხმარებელს შეუძლია გაუშვას ბროუზერი, დააინსტალიროს გარკვეული პროგრამა (თუ უფლებას მისცემთ), შეინახოს პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ საქაღალდეში, შესაძლებელია ჯგუფებით დაყოფის შემთხვევაში ორმა ან სამმა მომხმარებელმა ერთდროულად იმუშავოს ერთ დოკუმენტზე მაგალითად ვორდში ან ექსელში. შესაძლებელია ზიარი საქაღალდეების შექმნა ჯგუფებს და მომხმარებლებს შორის. მოკლედ რომ ვთვათ პატარა ქსელი კეთდება ოღონდ ერთ კომპიუტერში :-) ასევე შესაძლებელია მოუსმინეთ სიმღერებს უყუროთ ფილმებს ისე, რომ თანაკურსელს ხელი არ შეუშალოთ (ყურსასმენების შეერთების საშუალებით). მოკლედ ძალიან გამოსადეგი რამ არის თუ სწორად მივუდგებით, ჩემი აზრით ძალიან სწორი გადაწყვეტაა. ამასთან ვზოგავთ ენერგო მოხმარებას ვუფრთხილდებით ჩვენს ბიუჯეტს და ვასწავლით რაც შეიძლება ხარისხიანად :-) დანარჩენი ინფორმაცია და ვიდეოები ნახეთ შემდეგ მისამართებზე:
მთავარი გვერდი
დამატებითი ინფორმაცია (ვიდეოები)
ბეჭდვითი ვერსია | 02-04-2010, 06:58:00 | Giena
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
შეფასება: |
4 |
შეფასება: |
2.8 |
|
|
EMOziko
მოგვიწევს მე მგონი კიდე კამათი :) მე პირადადმომხმარებლის კონტროლის მხრივ M$-ის სერვერები მირჩევნია, მაგრამ აბსოლიტურად გეთანხმები Web, Mail, DHCP, DNS, FTP და სხვ. სერვერები ლინუქსისაა. მაგრამ აი მომხმარებელტა კონტროლს რაც შეესება M$-ი შეუცვლელია ჩემი აზრით :)