COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Aqua Computer aquagraFX

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&newsid=2378&p=news


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Aqua Computer aquagraFX
Aqua Computer aquagraFX

NVIDIA GeForce GTX4xx-ის სიმხურვალეზე უკვე ლეგენდები დადის. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ყველაზე ცხელი ვიდეოდაფების სერია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოსუალ. ცხადია, ასეთი დაფები კარგ გაგრილებას არამხოლოდ აჩქარებისას, არამედ ქარხნულ სიხშირეებზეც საჭიროებენ. ამიტომ რამდენიმე კომპანიამ უკვე შემოგვთავაზა წყლის ბლოკები ამ ვიდეოდაფებისთვის. ახლახანს გაიღვიძა Aqua Computer-მაც, რომელმაც წარმოადგინა ბლოკი aquagraFX:

დადებული სურათი


ბლოკი GTX480-ისთვისაა განკუთვნილი. მისი წონა 850 გრამია და დამატებითი სიმტკიცისთვის ვიდეოდაფაზე დამაგრების შემდეგ ფოლადის ფირფიტასაც იყენებს.

სხვათა შორის მისი ფასი სულ რაღაც 90 ევრო იქნება, რაც 110-120 ევროიან ანალოგებთან შედარებით საკმაოდ იაფია.

დამატებითი სურათების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.




 

დადებული სურათი


დადებული სურათი

სიახლის ავტორი: მიშა
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-04-2010, 20:47:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.