| 
 ASUS Crosshair IV Extreme 
   
  დღეს ინტერნეტში გავრცელდა ASUS-ის მომავალი ფლაგმანის, ასევე მომავალ 890FX მიკროსქემაზე დაფუძნებული,  Crosshair IV Extreme-ის ფოტოები. ერთი შეხედვით იგი საკმაოდ მიმზიდველია და შეუძლია ოვერქლოქერის გული ადვილად დაიპყროს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მწარმოებლის პირველი დედა დაფაა, რომელსაც Lucid-ის Hydra ჩიპი ექნება, ასე რომ მითი Nvidia-ს და ATI-ს ვიდეო დაფების ASUS დედა დაფებზე გაერთიანებისა გაცოცხლდა. 
  
როგორც აღინიშნა, სიახლე დაფუძნებულია AMD-ს 890FX ჩიპსეტზე, SB850 სამხრეთ ხიდით. ეს უკანასკნელი კი დედადაფას SATA 6Gbps-ით უზრუნველყოფს, ხოლო NEC-ის კონტროლერის საშუალებით პროდუქტი USB 3.0-თან იქნება თავსებადი. სხვა მხრივ სპეციფიკაციებში ვხვდებით ცხრა SATA პორტს, ხუთ PCI-Express x16, ერთ PCI და ოთხ DDR3 ტიპის მეხსიერების სლოტს.  
როგორც ყველა ASUS' ROG ბრენდის დედა დაფას, Crosshair IV Extreme-შიც ვიხილავთ სხვადასხვა სახის ფუნქციებს, მაგ. ჩვენ უნდა ველოდოთ ორმაგ BIOS-ის ოპციას, ასევე ROG Connect და RC Bluetooth-ს და ა.შ. სიახლე არის მხოლოდ ის, რომ მომხმარებელს შეეძლება სასურველი PCI-Express x16 სალტეს ჩართვა/გამორთვა. 
ახალი დედა დაფის სურათების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს. 
  
  
     
 
   
 
   
 
  
წყარო: Fudzilla.com 
სიახლის ავტორი: Ber0 
წყარო: Overclockers.ge 
  
  
 
 ბეჭდვითი ვერსია | 09-05-2010, 22:43:00 | Power_VANO
  | 
ფასი რა ექნება ნეტა?