Intel "Conroe" - ოფიციალური სტარტი
მაშ ასე დადგა სანატრელი დრო და კომპანია Intel-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა Core 2 Duo და Core 2 Extreme-ის გამოსვლა. ამიერიდან სავაჭრო ქსელში ახალი თაობის პროცესორებია. როგორც ხვდებით ბევრი მოყვარულისთვის ახლა იწყება ახალი ტესტირების ეპოქა. თვითონ პროცესორებზე კი ფასი კატასტროფულად ეცემა, თბილისში არსებული Pentium 4 630-ი სულ ერთი თვის წინ 185-225 დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი თბილისის მაღაზიების მიხედვით დაეცა 130-155$-მდე. მოკლედ ან კოშმარი, ან ბედნიერება იწყება.

მაშ ასე პატარა შესავალი ახალი თაობის პროცესორების შესახებ. ახალი თაობის პროცესორებმა უნდა გამოასწორონ Intel-ის მდგომარეობა ბაზარზე, როგორც ვიცით მას საკმაოდ სერიოზულად უტევდა AMD-ს ნაწარმი. თვით intel-ის მომხრეებიც კი ამ ბოლო დროს იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ, რომ კონკურენტის პროცესორი უფრო გრილია, და უკეთეს შედეგებს იძლევა, მაგრამ როგროც ჩანს ეს ეპოქა და ლამის 1,5 წლიანი წინსვლა კომპანია AMD-სთვის დამთავრდა, ვერც AM2-ის გამოსვლამ და ვერც შეპირებულმა K8L-მა შესძლო ახალი Conroe-ს ბირთვის დაჩაგვრა. შეიძლება მეტის თქმაც საკმაოდ სერიოზულად დაიჩაგრა AMD-ს პროდუქცია, ისეთი სუპერ პროცესორებიც კი როგორიცაა AMD Athlon 64 X2 და Athlon 64 FX, თან ეს ყველაფერი პირველ ტესტირებებში გამოჩნდა, როგორც ვიცით პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ უკეთესი და უკეთესი რევიზიები გამოვა.
ახალ რევიზიებს როგორც წესი ექნებათ ნაკლები ენერგიის მოხმარება, ნაკლები სითბოს გამოყოფა, ლამის დღევანდელ პროცესორებზე 2-ჯერ მეტი წარმადობა (თუმცა ეს დღევანდელ სტანდარტულ Conroe-ეს აქვს და მომავალში უკეთესს ველოდებით), რაც მთავარია გაუხარდებათ ახალი ბირთვის დანახვა აჩქარების მოყვარულებს. ახალი პროცესორების პოტენციალი ზღაპრულ ჰორიზონტებს ხსნის, ლამის 60-80%-მდე სიხშირის გაზრდა, ამასობაში ორბირთვიან სუპერ პროცესორებს საკმაოდ მოკრძალებული ფასი აქვთ.
მოკლედ პროცესორში გაუმჯობესებულია ALU, დამატებულია ახალი ინსტრუქციების ნაკრები SSE4 , ჩამატებულია ენერგო მოხმარების ახალი ალგორითმები, რის ხარჯზეც პროცესორები კი აღარ ცხელდება, არამედ თბება. ეს ჩვენთვის საკმაოდ აქტუალურია, ჩვენთან ისედაც ცხელა, და ცხელი პროცესორები კი მხოლოდ ერთს ნიშნავს საჭიროა ძლიერი გაგრილება.

ოფიციალურად ახალი პროცესორები გაყიდვაში გამოჩნდება 27 ივლისს, ხოლო დაკვეთა შეიძლება 23 ივლისიდან, თუმცა ეს ოფიციალური ინფორმაციაა, ბევრი ინტერნეტ მაღაზია უკვე იღებს დაკვეთებს და ფულსაც იღებს ახალი პროცესორის მიწოდებაში.
წესით განსაკუთრებული ინტერესი უნდა გამოიწვიოს Core 2 Extreme X6800-მა, რომელიც 2,93 გიგაჰერცზე მუშაობს და აქვს 4 მეგაბაიტი ქეშ მეხსიერება, წელსვე გამოვა უკეთესი ვერსია Core 2 Extreme რომელიც იმუშავებს 3,4 გიგაჰერცზე. მოკლედ გეიმერებს ზღაპრული მომავალი აქვთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ თუ ჩვეულებრივი ორბირთვიანი Core 2 Duo საკმაოდ მისაღები ფასით გამოდის, Extreme ვერსია საკმაოდ ექსტრემალური ფასი ეღირება. 2007 წლიდან კი თუ ანონსებს ავყვებით ველოდებით კიდევ ერთ ახალ ბირთვს Kentsfield Core 2 Extreme, რომელიც 4 ბირთვით და სავარაუდოდ 8 მეგაბაიტი ქეშ მეხსიერებით იქნება აღჭურვილი.

მოკლედ გასაგები ხდება რომ AMD-მ რაღაც ახალი უნდა გააკეთოს, ანონსირებული AMD K8L მინიმუმ 8-9 თვით გადაიდო, თუმცა დღეს რომც გამოსულიყო ეს პროცესორი მისი სიმძლავრე მაინც ვერ დაეწეოდა Core 2 Duo . რა თქმა უნდა ეს პირველადი ტესტების შედეგებით, რეალურად ჯერ ასეთი შედარება არავის ჩაუტარებია, მაგრამ მიუხედავად ამისა 100%-ით ჩანს რომ ამჯერად AMD-ს ხელში კოზირი არ აქვს. თუ კიდევ გადადებს თავისი ახალი ბირთვის გამოშვებას, intel-ი აშკარად გაიმყარებს ლიდერის პოზიციებს და არც დააპირებს მის დათმობას, მაგრამ ეს ფაქტი intel-ი მოყვარულებს ძალიან ნუ გაგიხარდებათ, თუ კონკურენცია არ იქნა, პროცესორზე ფასები მალე ზეციურ ნიშნულებს მიაღწევს. უბრალო მომხმარებლისთვის კონკურენცია აუცილებელია როგორც ჰაერი.
ბეჭდვითი ვერსია | 15-07-2006, 17:41:00 |
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ფასები თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა