ოთხი ბირთვი intel-ისგან 999 დოლარად
ამასწინათ ვიუწყებოდით რომ კომპანია intel-ის წლის ბოლოსთვის გეგმავდა, როგორც ჩანს გეგმები არ შეიცვალა და უკვე საუბარია ახალი ბირთვის შესახებ. ახალი პროცესორები იქნება გამოშვებული Kentsfield-ის ბირთვზე, აღჭურვილი იქნება ორი ორბირთვიანი პროცესორით, საერთო ჯამში კი ოთხი ბირთვი გამოდის მაგრამ ორ-ორი ცალი წყვილად იმუშავებს. ცნობილი გახდა ახალი პროცესორის ფასიც, იგი გაიყიდება იმავე ფასში როგორც იყიდება ხოლმე ყველა ახალი Extreme ვერსია, ამჯერად ასეთი პროცესორი არის Core 2 Extreme მისი ფასი კი არის 999$.

როგორც ვიცით კომპანია AMD-ს ისედაც ცუდათ აქვს CORE 2 DUO-ს გამოსვლის შემდეგ საქმე, ახალმა ბირთვმა კი intel-ის ჩანაფიქრით კონკურენტის კუბოში ბოლო ლურსმანი უნდა ჩაარჭოს. თუმცა თვითონ AMD ადგილზე არ დგას და იმავე პერიოდში გამოუშვებს თავის ახალ ორბირთვიან პროცესორს Athlon 64 FX-64. თუ რეალობას თვალებში შევხედავთ ორბირთვიანი Athlon 64 FX-62 ვერ ეწევა სტანდარტულ ორბირთვიან ტოპ Core 2 DUO-ს პროცესორებს Core 2 Extreme-ზე საუბარიც არაა, ასე რომ მომავალი 2 ბირთვიანი Athlon 64 FX-64 წინასწარ განწირულია 4 ბირთვიან მონსტრთან დაჯახებისას. ისე კომპანია AMD-ც აპირებს ახალი პლატფორმის გამოშვებას სახელად 4x4 როგორც სახელიდან ხვდებით საუბარია 4 ბირთვიან სისტემაზე. თუმცა ზუსტად სახელი, ფასი და ანონსის ჯერჯერობით უცნობია.
სხვათაშორის ჯერჯერობით ასევე უცნობია Kentsfield-ის ბირთვზე გამოშვებული პროცესორების სახელი, შეიძლება მოვესწროთ Core Quadro-ს სახელსაც. ჯერჯერობით ცნობილია რომ ახალი პროცესორი ისევ LGA 775 ბუდეში ჩაჯდება, მისი ტაქტიკური სიხშირე იქნება 2,66 მეგაჰერცი, სისტემური სალტის სიხშირე იქნება 1066 მეგაჰერცი, წარმოებული იქნება 65 ნანომეტრული ტექნოპროცესით და ექნება 2 წყვილი 4 მეგაბაიტიანი L2 დონის ქეშ მეხსიერება, ანუ სულ ექნება 8 მეგაბაიტი L2 ქეშ მეხსიერება. რა თქმა უნდა ასევე იქნება სხვა სტანდარტული ტექნოლოგიებით, 64 ბიტი, Enhanced Intel Speedstep, Virtualization, Execute Bit Disable და ასე შემდეგ. მოკლედ წლის ბოლოს სუპერ ტიტანს ველოდებით და გარანტირებულად იცვლება ბაზარი.
P.S. გაგიმხელთ პატარა საიდუმლოებას, კომაპნია intel-ს ჩაფიქრებული აქვს მომავალი წლის დასაწყისში გამოუშვას 8 ბირთვიანი პროცესორი, სავარაუდოდ საუბარია Yorkfield და Harpertown-ის ბირთვებზე რომლებიც 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით იქნება წარმოებული. მოკლედ ბირთვების ომი დაიწყო და არა მეგაჰერცების :-)
ბეჭდვითი ვერსია | 21-08-2006, 20:51:00 |
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ვინმეს თუ გეგულებათ თბილისში Core 2 Extreme? და რა ღირს?