Toshiba უკან იწვევს 340000 ნოუთბუქს Sony-ს აკუმულატორით
კომპანია Toshiba იძულებულია უკან გაითხოვოს თავისი ნოუთბუქების უდიდესი პარტია, მიზეზი უკვე ცნობილი Sony-ს წარმოების აკუმულატორებია, რომლებსაც სჩვევით გადახურება, აფეთქება და აალება. საინტერესოა ეს უკვე რამდენი მილიონი უკან გაწვეული აკუმულატორი გამოდის. როგორც კომპანია იტყობინება მის ნოუთბუქებში გამოყენებულ აკუმულატორებს აფეთქება არ სჩვევია, უბრალოდ ისინი მუშაობას, ანუ ენერგიის გაცემას მაშინაც არ წყვიტავენ როდესაც ნოუთბუქი გამორთულია :-) ამჯერად უკან გაწვეულ ნოუთბუქების სიაში მოხვდა 2006 წლის მარტიდან მაისამდე წარმოებული Dynabook და Satellite სერიის ნოუთბუქები. მოკლედ კომპანია Sony-ს უგროვდება გამოსაცვლელი აკუმულატორების რაოდენობა, საინტარესოა რას უზამს კომპანია ამდენ უკან მიბრუნებულ აკუმულატორს, მათი საერთო რიცხვი კარგახანია 7 მილიონს გასცდა. იდეაში თუ ფულად გადავიანგარიშებთ ეს საქმე Sony-ს იაფი არ დაუჯდება. ბეჭდვითი ვერსია | 01-10-2006, 22:55:00 | |
Ja_Ja
ჰო, მაისშია გამოშვებული, ნუ ასე მახსოვს, ჩემი არაა, ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრისაა, მე პირადად არ ვიყენებ.
შეგიძლია მიმითითო ტოშიბას ვებგვერდი? იქნებ ვინმეს დავუკავშირდე და გავარკვიო?
მადლობა წინასწარ.