მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
HTML სახელმძღვანელო ქართულად

გადაწყვიტე ვერ გვერდების გამზადება? გინდა რაიმე სახელმძღვანელო, მაგრამ ყველა ძვირი ღირს ან ისეთ ენაზე წერია რომელსაც შენ ვერ იგებ? ან უბრალოდ მაგალითებზე გინდა ყველაფრის შესწავლა. მოკლედ სასურველი ფორმატი თუ დღემდე ვერ იპოვე ჩვენ გთავაზობთ ქართულ ენაზე ნათარგმნ HTML სახელმძღვანელოს თავისი მაგალითებით და პრაქტიკული მეცადინეობით.

წიგნი გადათარგმნა და ასე ვთქვათ ქართველებს უსასყიდლოდ აჩუქა უკვე გაქართულების საკითხში ცნობილმა ჩვენმა ერთერთმა ერთგულმა კოლეგამ სახელად მიხეილ ნადარეიშვილი იგივე Domen.  ელექტრონული წიგნი წარმოადგენს HTML გვერდების ნაკრებს. წიგნში განხილულია თვითონ HTML ფაილების სტრუქტურა, ტეგები, პარამეტრები, დემონსტრირებისათვის მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, ყოველი გაკვეთილი საშუალებას გაძლევთ თქვენ თვითონ გაიმეოროთ იგივე და შეამოწმოთ რამდენად აითვისეთ მასალა.  მოკლედ ვებ-გვერდების დამზადების ტექნოლოგიის შემსწავლელებს სულით და გულით ვურჩევ ჩამოქაჩონ და ნახოთ აღნიშნული ელ-წიგნი. სხვათაშორის არ დაგავიწყდეთ ბატონი მიხეილისთვის, ანუ  Domen-ისთვის მადლობის გადახდა და წმინდა დიოდის დანთება მის სახელზე. უბრალოდ რამდენადაც ვიცი ამ კაი ადამიანს კიდევ აქვს ჩაფიქრებული ამდაგვარი სახელმძღვანელოების გმზადება, ასე რომ თუ გინდა java Script-ის და სხვა ენების შესახებ ქართული ელ-წიგნი იხილო, მაშინ მოხალისეს ხალისი არ დაუკარგო. გაახარეთ, მადლობა მოუხადეთ და გაამხნევეთ. აბა თქვენი იმედი მაქვს, მანამდე კი მსურველები ქაჩავენ ქართულ HTML სახელმძღვანელოს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-10-2006, 09:14:00 |
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 14
შეფასება: 1.4


გამოხმაურება

Domen - დიდი მადლობა, გაიხარე შენ!!!
26-10-2006, 01:31:21 | gorgosha

ჯიგარი ხარ!!! ამრავლოს კეთილი ხალხი ღმერთმა ჩვენს ქვეყანაში.
25-10-2006, 18:47:49 | Machvi

ვერაფრით ვერ ვიწერ შეგიძლიათ ლინკი შეცვალოთ?
25-10-2006, 18:37:47 | giorgipro

სულ მინდოდა HTML-ის სწავლა და იმის გამო, რომ არც რუსული და არც ინგლისური კარგად არ ვიცი, ვერ ვსწავლობდი, ახლა კი იმედია ჩაუჯდები და ვისცავლი ამ საჭირო პროგრამას, და ეს ვისი დამსახურებაა???....
სწორია!!!! ძია მიხეილის :)))
25-10-2006, 10:32:59 | maxomax

კოჩაღ, კარგია
25-10-2006, 09:40:09 | ninka

ძაან მაგარია:)გააგრძელეთ მაგ ტემპში:) compinfo.ge ყველაზე მაგარი საიტია ქართულ ინტერნეტში:)
24-10-2006, 15:51:33 | leonso

ეს მართლა ძაან მაგარია და დიდი საააააააააააააააღოლ domen ს:) კაი ხანია დავიცყე ამ სახელმძღვანელოთი სწავლა მართლა მაგარია.
24-10-2006, 15:05:37 | nikolausi

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.